
იმჰოტეპი – ჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა. იმჀოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჀოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.



რიხარდ იოზეფ ნოიტრა (Richard Joseph Neutra; დ. 8 აპრილი, 1892, ვება, ავსტრია - გ. 16 აპრილი, 1970, ვუპერტალი, გერმანია), მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტორი.
ნოიტრა ადოლფ ლოოსთან სწავლობდა ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ პერიოდში მასზე ოტო ვაგნერმა მოახდინა გავლენა. შემდეგ ის გარკვეული პერიოდი გერმანიაში ერიხ მენდელსონის სტუდიაში მუშაობდა. 1923 წელს ის აშშ-ში გადადის, ხოლო 1929 წელს ნატურალიზებული მოქალაქე ხდება. მცირე ხნით ის აქ ფრენკ ლოიდ რაიტთან მუშაობს, სანამ რუდოლფ შინდლერისმოწვევით კალიფორნიაში გადვიდოდეს.
კალიფორნიაში ის სწრაფად ხდება პოპულარული მკაცრად გეომეტრიული, თუმცა ამასთან ჰაეროვანი კონსტრუქციებისთვის, რაც საუკუნის შუა წლების თანამედროვე საცხოვრებლის დასავლეთის სანაპიროს ვარიაცია გახდა. 1930-იან წლებში ნოიტრა ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს.
ნოიტრა განთქმული იყო იმ ყურადღებით, რომელსაც ის უთმობდა მისი კლიენტების მოთხოვნილებებს, მიუხედავად პროექტის ზომისა, სხვა არქიტექტორებისგან განსხვავებით, რომელთათვის საკუთარი არტისტული ხედვა კლიენტისაზე მნიშვნელოვანი იყო. ნოიტრა ხშირად იყენებდა დეტალურ კითხვარებს, მისი კლიენტების მოთხოვნილებების გამოსაცნობად, მათდა გასაკვირად. შედეგად, მისი საცხოვრებელი სახლები ხელოვნების, გარემოსა და პრაქტიკული კომფორტის ნაზავი ხდებოდა.
დინოკრატე როდოსელი (ბერძნ.: Δεινοκράτης ο Ρόδιος, დაახ. ძვ. წ. IV ს. მეორე ნახევარი) იყო ბერძენი არქიტექტორი და ალექსანდრე მაკედონელის ტექნიკური მრჩეველი. ის ცნობილია, როგორც ქალაქი ალექსანდრიასდამგეგმავი, ჰეფესტიონის ნეშტის მონუმენტური კოცონის კვარცხლბეკის ავტორი; ასევე მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ეფესოს ტაძრის რეკონსტრუქცია და სხვ.