დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნება
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება არის დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელიც ქმნისსაყოფაცხოვრებლო დანიშნულების ნაკეთობებს: ავეჯს, ქსოვილებს, შრომის იარაღებს, მიმოსვლისსაშუალებებს, ტანსაცმელს და სხვა სახის მორთულობას. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოხდადეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების კლასიფიკაცია, როგორც დანიშნულების,ისე მასალისა (ლითონი, კერამიკა, ხე) და შესრულების ტექნიკის (მკვეთოლობა, მოხატულობა,ჭედულობა, ნაქარგობა, ჩამოსხმა, მინანქარი) მიხედვით. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებადიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ განწყობაზე, ამოტომაც მას უდიდესი ესთეტიკური დააღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭება.
დეკორატიული სახვითი ხელოვნება წარმოიქმნა საზოგადოების გავითარების ადრეულ საფეხურზე.იგი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა მხატვრული შემოქმედების მნიშვნელოვან დარგს.თანდათან სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დიდებულთა სასახლეების მოსართავადგანკუთვნილი მდიდრული დეკორითა და ძვირფასი მასალისაგან გამზადებული ნივთები. ასეთინივთების დამზადების დროს ოსტატები ემოციური მნიშვნელობის ამაღლებისათვის ხშირად ფორმასნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ XIX საუკუნის შუა წლებამდე ოსტატები მაინც ცდილობდნენშეენარჩუნებინათ მხატვრული მთლიანობა. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში მხატვრულკულტურაში გაბატონებულმა ეკლექტიკურმა ტენდეციებმა უარყოფიდად იმოქმედა ხელოვნების ამდარგზე, გამრავლდა უგემოვნო საგნები, მაგრამ ცალკეული ოსტატები ცდილობდნენ კვლავგანევითარებინათ საგნის სახვითი და იდეური მხარე.
საქართველოში დეკორატულ-გამოყენებითი ხელოვნება უძველესი დროიდან ვითარდება.გავითარების მათალ დონეს მიაღწია კერამიკამ, ჭედურობამ, ხეზე კვეთამ, ძვლის მხატვრულადდამუშავებამ, მინანქრის ხელოვნებამ, მინის დამუშავებამ, ქსოვამ, ქარგვამ და სხვამ. დარგისთითქმის ყველა სახე. საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგადაღმოჩენილია დეკორატიულ-გამოუენებითი ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: თრიალეთში (ძვ.წ.IIათასწ.), ყაზბეგში, ურეკში, მცხეთაში, ვანში და სხვა. მაღალ მხატვრული ღირებულებით გამოირჩევაბრინჯაოს ბალთები, მინის ჭურჭელი, მიხატული კერამიკა, ხის მოჩუქურთმებული ავეჯი, ჭედურისამკაულები, ხალიჩები, დიდი ოსტატობითა და გემოვნებით შესრულებული ტანსაცმელი და სხვა.
საქართველოში 50-იანი წლებიდან ერთ-ერთი განვითარებული დარგია კერამიკა. შეიქმნა ახალიმიამრთულება ხელოვნების ამ დარგში. დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში დიდი ადგილიდაიჭირა ქანდაკებამ. ასევე მნიშვნელოვანია ჭედური ხელოვნებაც.
შუა საუკუნეების მდიდარი ტრადიციების საფუძველზე შეიქმნა ჭედური ხელოვნების სკოლა, რამაცსაკუთარი სტილი და გამომსახველობითი ფორმები შექმნა. ვითარდება აგრეთვე ხეზე მხატვრულიკვეთა, ფარდაგის ქსოვა, აღორძინდა მინანქრის წარმოება და სხვა.
დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს. ზოგი დარგი,განსაკუთრებით კი ლითონის დამუშავება (ჭედურობა) გასცდა საკუთრივდეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებს და ქართულ ხელოვნებაში დამოუკიდებელი,ერთ-ერთი წამყვენი ადგილი დაიჭირა.
არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი უველაზე ადრინდელი ნიმუშები მიეკუთვნება ნეოლითისხანას (ძვ. წ.VIII ათასწ.), ენეოლითის ხანაში (ძვ.წ. VI-IV ათასწ.) გვხვდება ახალი ფორმის კერამიკულიჭურჭელიც. ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. IV-III ათსწ.) სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გაჩნდამრავალნაირი ფორმის შებოლილი კერამიკა (იშვიათად კი წითლად გამომწვარიც).
განვითარების პირველ ეტაპზე ნაკეთობანი შემკულია რელიეფური მოტივებით. ამ პერიოდისკერამიკული ნამუშევრები, როგორც გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანაში (ძვ.წ. XV-VI სს.), ჩარხზეადამზადებული. იგი შავ ლეგად არის გამომწვარი და კიდევ უფრო მრავალფეროვანია ფორმით დაშემკულობით. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ამზადებდნენ მოჭიქულ (ყურიანი ტოლჩები, ფიალებიდა სხვა), ხოლო მიწურულში - წითლად გამომწვარ ჭურჭელს. მოხატულობა ძირითადად სიუჟეტურია (ბრძოლის, ნადირობისა და რიტუალური ეპიზოდები) და განლაგებულია ფრიზებად.
ანტიკურ ხანაში განვითარებული იყო სამშენებლო კერამიკაც (აგური, კრამიტი, წყლის მილები დასხვა). სინქრონული კოლხური კერამიკა უპირატესად შავად და ნაცრისფერ-ლეგად არის გამომწვარი,გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით და შემკულია სხვადასხვა ორნამენტული მოტივით(ვერტიკალურად გაკრიალებული ზოლები, ირიბად ამოკაწრული შტრიხები, ტალღისებრთა ზოლები,სპირალები და სხვა); დიდ ჭურს ამკობდნენ ჰორიზონტალუტი შტრიხებითა და რელიეფურიზოლებით, ცხოველთა გრაფიკული გამოსახულებებით. ადრინდელი შუა საუკუნის კერამიკა (V-VIIIსს.)ანტიკურ კერამიკასთას შედარებით ღარიბია: ერთფეროვანი ფორმის ჭურჭელი მოუჭიქავია დაშეუმკობელი.
XII-XIIIსს-ში ფართოდ განვითარდა პოლიქრომული მოჭიქული კერამიკა, შემკული მცენარეულიმოტივებით, ფრინველების, ცხოველების, ადამიანების გამოსახულებით, სიუჟეტური ნახატებით დასხვა. გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ჭურჭელი (მწვანე, ცისფერი, მოყავისფრო, კურჯი), რომელიცშემდეგ დაფარულია უფრო გამჭვირვალე ჭიქურით. გავრცელებული იყო მოუჭიქავი კერამიკაც:ქვევრები, ჭინჭილები და სხვა. ამ პერიოდში საქართველოში ამზადემდნენ ფაიანსის ჭურჭელსაც.ამავე დროს საქართველოში უხვად შემოჰქონდათ მაღალხარისხოვანი და ძვირფასი ირანული ფაიანსიდა ფაიფურის ჭურჭელიც. XV-XVII სს-ში კერამიკული წარმოება მნიშვნელოვნად დაქვეითდა,ერთგვარი აღორძინება კი შეიმჩნევა XVIII ს-ში.
XIXს-ში და XX ს-ის დასაწყისში მნიშვნელოვნად გავითარდა ხალხური კერამიკული წარმოება.ამზადემდნენ სამეურნეო დანიშნელების წითელკეციან მოუჭიქავ და მოჭიქულ ჭურჭელს.საქართველოს კერამიკის განთქმულ ცენტრთაგან აღსანიშნავია მაჩხანაავის, ბოდბისხავის, თელავის,კახეთის, თბილისის, მცხეთის, გორის, წალენჯიხის და სხვათა სახელოსნოები.
ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა დროის მხატვრული ქსოვილების ფრაგმენტები. ირანიდან,ბიზანტიიდან, დასავლეთ ევროპის ქალაქებიდან შემოტანილ ქსოვილებთან ერთად შემორჩენილიააგრეთვე საქართველოს სახელოსნოების მაღალმხატვრული პროდუქცია (საერო და სასულიერო პირთატანსაცმელი, დეკორატიული ფარდები, საეკლესიო ინვენტარის: ხატების, ჯვრების, ხელნაწერებისადა სხვა სარჩულები).
ქართულ ქსოვილთა ყველაზე ადრინდელი (X-XIIIსს.) ნიმუშები (მათალმხატვრული აბრეშუმი)შემორჩენილია ზემო სვანეთში (იფხი, ლატალი, ჩაჟაში). მათი დეკორი (ფრინველთა, ცხოველთაგამოსახულებები და მცენარეული ორნამენტები), თუმცა აღმოსავლური და ბიზანტიური ქსოვილებისდეკორის ანალოგიურია, მაგრამ ამ ქსოვილების ტიპოლოგიური ერთიანობა შუა საუკუნეების ქართულხელოვნების სხვა დარგებთან, ამავე დროს ერთ-ერთ მათგანში ქართული ასომთავრული ნიშნებისგამოყენება, ამტკიცებს მათ ადგილობრივ წარმოშობას. ქართული ქსოვილები მაღალი მხატვრითა დატექნოლოგიური თავისებურებებით შუა საუკუნეების ქსოვილების საუკეთესო ნიმუშებსმიეკუთვნება. XV-XVIIIსს-ში განვითარდა დაჩითული ქსოვილების, სელის, ტილოს და სხვათაწარმოება. ყველაზე ხშირად იყენებდნენ მუქ წითელ, ყავისფერ, ლურჯსა ან ყვითელ საღებავებს.
ისტორიული წყაროების ცნობებით დასტურდება, რომ საქართველოში უძველესი დროიდან იყოგანვითარებული ქარგვის ხელოვნება. ნაქარგობა იყო როგორც (ქალის ტანისამოსი და სხვა), ისესაეკლესიო ხასიათისა (საეკლესიო ჩაცმულობა, გარდამოხსნები და სხვა). ოსტატურად იყენებდნენქარგვის სხვადასხვა ხერხს. ნაქარგების ყველაზე ადრინდელი ნიმუშებიდან აღსანიშნავია XVIIIს.ჩანთა (ზემო სვანეთში) და ანჩის მონასტრისათვის შეწირული ომფორი (1312). ქართულმა ნაქარგებმაირანის, რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნების გავლენა დანიცადა XVII-XIXსს-ში, მაგრამმიუხედავად ამისა ქართველმა მქარგველებმა შეინარჩუნეს ადგილობრივი იკონოგრაფიულიტრადიციები და ორნამენტული მოტივი.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი გლიპტიკის უძველესი ნიმუშები (საბეჭდავები) ძვ.წ. IIათასწლეულის დასასრულს განეკუთვნება. ისინი დამზადებულია გამომწვარი თიხისა და რბილიქვისაგან. ტიპილოგიურად ეს ნიმუშები უახლოვდება წინააზიურ და ეგეოსურ ძეგლებს, მაგრამხასიათდება პრიმიტიულობით. ადრინდელ ანტიკურ ხანას მიეკუთვნება ოქროს საბეჭდავი –აფროდიტეს გამოსახულებიანი ბეჭედი (ვანი). იგი კლასიკის ეპოქის უდიდესი ოსტატის დექსამენის ანმისი წრის ნამუშევარია. ელინისტური პერიოდის შესანიშნავი ნიმუშია ადგილობრივი ოსტატის მიერშექმნილი ოქროს საბეჭდავი - ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია ფრთოსან ცხენზე მჯდარი მეომარი - მთვარის ღვთაება. ადრინდელ ანტიკურ პერიოდს მიეკუთვნება აგრეთვე გემები, რომლებიცძირითადად ადგილობრივ ტრადიციებს მისდევდნენ.
ძვ.წ. Iს. II ნახევრიდან დაიწყო ანტიკური გლიპტიკის გვიანდელი, დასავლური გემების პერიოდი. შეინიშნებოდა კავშირი აღმოსავლურ პართულ და მცირეაზიურ გემებთან, ამავე პერიოდში ჩნდებაეგვიპტური გემებიც. ადრინდელ შუა საუკუნეების დასაწყისში საქართველოში თავდაპირველადგვხვდება ანტიკური დასავლური გემები, შემდეგ კი პირველი ადგილი დაიჭირა აღმოსავლურმა,სასანურმა გემებმა. ყურადღებას იქცევს ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრებიც. VII-VIIIსს-დანგანვითარებულ შუა საუკუნეებამდე გლიპტიკა ვითარდებოდა ძირითადად გვიანდელი ხანისსასანურ საბეჭდავების მიბაძვით. ამ დროინდელი გლიპტიკის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია გიორგიIII-მის საბეჭდავი.
გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში, ზეპირსიტყვიერებასა და მწერლობაში გვხვდებატერმინები და ცნობები, რომლებიც ეხება საბეჭდავებს (ბეჭედს), მათ მასალას, ფორმებს, დამზადებას.შემონახულია, როგორც საბეჭდავები, ისე მათი ანაბეჭდები. ზოგიერთი მათგანი მაღალი ოსტატობისნიმუშს წარმოადგენს (ანტონ კათალიკოსის საბეჭდავი, ჭრილი ზურმუხტზე). გვხვდება საგერბო დაარასაგერბო გამოსახულებიანი საბეჭდავები. ხელოვნების თვალსაზრიდით საგანგებოდ აღსანიშნავიაკათალიკოს დომენტი II-ის (XVIIს.) საბეჭდავი; მის ოსტეტს ძველი რელიგიური სიუჟეტებიახლებურად, თავისი ეპოქის შესაბამისად გადმოუცია.
XIXს. საბეჭდავების უდედესი ნაწილი წარწერიანია. მრავლად გვხვდება საგერბო გამოსახულებიანისაბეჭდავებიც. საბეჭდავების შესახებ მრავალ ძვირფას ცნობას იძლევა იოანე ბატონიშვილი თავის“კალმასობაში”.
დიდი აღმავლობა განიცადა დეკორატიულმა ხელოვნებამ საქართველოში. თბილისში, სამხატვროაკადემიაში დასაბამი მიეცა ქართულ პროფესიონალური კერამიკის განვითარებასა და სრულყოფას.
ქართული კერამიკის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 50-60-იანი, როდესაც მოხდადეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგის თავისებური აღორძინება.
დეკორატიულ-მონემენტალურმა კერამიკამ ფართო გამოყენება ჰპოვა ახალ ნაგებობათა გაფორმებაში,ფართოდ იყენებდნენ კერამიკულ რელიეფს, ქანდაკებას. აკეთებდნენ კერამიკულ სერვიზებს, ნაირგვარსასმისებს, ფიალებს, ლარნაკებს.
ფართოდ გამოიყენება დეკორატიული პანოები, რომელთაგანაც აღსანიშნევია: წყაროთა გაფორმება(რ. იაშვილი), მონუმენტალური კერამიკული პანო ქ. მცხეთის კინოთეატრის ფასადზე (რ. მელიქიძე, რ.ცუხიშვილი, ი. გაბაშვილი) და სხვა. საყურადღებოა აგრეთვე ქართველ მხატვართა ნამუშევრებიმხატვრული მინის დარგში, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. არ არის დავიწყებულიხეზე კვეთის უძველესი ხელოვნება. იმ პერიოდში განვითარდა, აგრეთვე ქართული გობელინისხელოვნებაც. ქართველ მხატვართა – გ. ყარდარელის, ა. გახარიას, თ. ჯაფარიძისა და სხვათანამუშევრები გამოირჩევა ზომიერი კოლორიტით, ეროვნულ მოტივთა თავისებური ორიგინალურისტილიზაციით, ორნამენტური კომპოზიციების ახლებური გადაწყვეტით და მაღალი ტექნიკურიოსტატობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий