საქართველოს საბჭოთა არქიტექტურა
და სახვითი ხელოვნება
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე არქიტექტორებისა და მშენებლებისწინაშე დადგა დიდი სოციალური მნიშვნელობის ამოცანები. ქართულ-საბჭოთა არქიტექტურამგანვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო: 1. ეტაპი (1921-30 წ-ის დასაწყისი) დაემთხვა I ხუთწლედისპერიოდს, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციას. აშენდა რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკულიდა სამრეწველო ნაგებობა - ზაჰესი, რიონჰესი და სხვა. დაიდგა მწერალთა რამდენიმე ძეგლითბილისში, ქუთაისში. აიგო სამკურნალო დაწესებულებები კურორტებზე.
უკვე საგრძნობი გახდა ადგილობრივი არქიტექტურის კადრების სიმცირე, ამიტომ ჯერ თბილისისუნივერსიტეტში გაიხსნა არქიტექტურის განყოფილება (1928 წლიდან გადაეცა საქართველოსპოლიტექნიკურ ინსტიტუტს), ხოლო შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922წ. მაისიდან)არქიტექტურის ფაკუტეტი.
აღნიშნული პერიოდის შემოქმედებით ცხოვრებაში საყურადღებო იყო ერთის მხრივ,კონსტრუქტივიზმის გავლენა და მეორეს მხრივ ძიებები მემკვიდრეობის ათვისების მხრივ.
2. ეტაპი (1931-იანი წლების შუა ხანა, 1950-იანი წლების პირველი ნახევარი) მოიცავს უფრო დიდპერიოდს. “ეს არის სოციალური საზოგადოების აშენებისა და განმტკიცების”, II მსოფლიო ომის, ომისშემდგომი სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლობის ხანა. ეს ეტაპი იყოფა ორპერიოდად: სამამულო ომის დმთავრებამდე და შემდეგ.
აღნიშნული ეტაპის დასაწყისში ატქიტექტორთა დამფუძნებელ პირველ ყრილობაზე შეიქმნასაქართველოს არქეტექტორთა კავშირი. ჩატარდა აგრეთვე რამდენიმე საინტერესო კონკურსი,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა ოსტატებმა ისე ახალგაზრდობამ. შედგათბილისის განაშენიანებისა და რეკონსრტუქციის გენერალური გეგმის პირველი პროექტი (1932-34წწ.ავტორები ატქიტექტორები: გ. გოგავა, ზ. ქურდიანი და სხვები), აგრეთვე ქუთაისის, ცხინვალის, გირის,სოხუმისა და სხვა ქარხნების, ზოგიერთი კურორტის გეგმები.
დიდმა სამამულო ომმა დროებით შეაფერხა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარება. ამწლებში დაიწყო მნიშვნელოვანი ჰესების, რკინიგზის ახალი ხაზების, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხნების,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და სხვათა მშენებლობა. დიდი ყურადთება მიექცა სამრეწველოობიექტების არქიტექტურას, საქარხნო-საფაბრიკო ტერიტორიების კეთილმოწყობას, გამწვანებას.
30-იან წლებში კოლხეთის ჭაობის ამოშრობის დაწყებასთან დაკავშირებით, დაპროექტდა და აშენდარამდენიმე დასახლება. ამის შემდგომ წლებში ინტენსიურად გაშენდა ახალი დიდი დასახლებები შავიზღვის სანაპიროზე.
აღნიშნულ ეტაპზე შენობის მხატვრული სახის გადასაწყვეტად იყენებდნენ ქართულიარქიტექტურის დეტალებსა და კომპოზიციურ ხერხებს ან კლასიკურ ორდერს და დეტალებს.ეროვნულ არქიტექტურის მემკვიდრეობის, შემოქმედებითად ათვისების დადებითი ცდაა თბილისშისაქართველოს მთავრობის სახლის, მთაწმინდის პლატოზე ფუნიკულიორის ზედა სადგურის, “დინამოს” სტადიონის, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტის (რეკონსტრუქცია, 1953; ს. რევიშვილი),ჭიათურაში ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის (რეკონსტრუქცია, 1950; კ. ჩხეიძე, მ.ჩხიკვაძის მონაწილეობით) და სხვათა ნაგებობათა არქიტექტურა.
ბოლო ორი ათეული წლის არქიტექტურის პრაქტიკაში გვხვდება რელიეფისმხატვრულ-ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით გამოყენების ან ქალაქის ბუნებრივი სილუეტისგამდიდრების რამდენიმე ცდა, ცალკე აღმართული მაღლივი შენობისა (სასტუმრო “ივერია”),ტერასულად განლაგებული დიდი საცხოვრებელი კომპლექსის (თბილისი, დასახლება “შატილი”), ანგანცალკევებული სკულპტურის საშუალებით. ფართო გაქანებას პოულობს ისტორიულიპიროვნებებისა და მოვლენებისადმი მიძღვნილი ან სამამულო ომში დაღუპულ გმირთაყკვდავსაყოფად მონუმენტების, მემორიალური კომპლექსების მშენებლობა: თბილისში - “ქართლისდედა” (1958; მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ვახტანგ გორგასლის (1967; მოქანდაკე ე. ამაშუკელი,არქიტექტორები თ. კანდელაკი, დ. მორბედაძე), დავით გურამიშვილის (1965; მოქანდაკე მ.ბერძენიშვილი), ვაჟა-ფშაველას (1973; მოქანდაკე გ. ოჩიაური; არქიტექტირები - რ. კიკნაძე, თმიქაშავიძე), გალაკტიონ ტაბიძის (1980; მოქანდაკე ჯ. მიქატაძე, არქირექტორი ა. ჯიბლაძე) ძეგლები;გარკვეული მიღწევებია სამრეწველო ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობაში.
ამ პერიოდში ხელოვნების დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა ქართული გრაფიკა, განვითარდამისი თითქმის ყველა დარგი. 1920-იან წლებში ქართული გრაფიკის განვითარებას დიდიად შიუწყოხელი ე. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, შ. ძნელაძის შემოქმედებამ. ამავე წლებშიჩამოყალიბდა ქართული გრაფიკის ახალი დარგი - პოლიტიკური პლაკატი; ქვეყნდებოდა სოციალურიდა საყოფაცხოვრებო კარიკატურებიც. გამოვიდა აგრეთვე რამდენიმე ილუსტრირებული საბავშვოწიგნი. წიგნის გრაფიკის დარგში მუშაობდნენ: ი. თოიძე, ლ. გუდიაშვილ, ა. ქუთათელაძე, ი. გაბაშვილი,ე. ახვლედიანი და სხვები.
1920-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება, რომლისგანვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კ. მარჯანიშვილისა და ა. ახმეტელის რეჟისორულმოღვაწეობას.
1950-იანი წლების შუა ხანა ქართულ სახვით ხელოვნებაში გარდატეხის პერიოდი იყო. ხელოვნებისშემდგომი განვითარების პროგრამა განსაზღვრა ცხოვრების მოვლენების ფართო და მრავალმხრივიასახვის ამოცანამ; დაიწყო გამომხატველობის მეტყველი ხერხების ძიება, რაც ეროვნული ხელოვნებისმდიდარი ტრადიციების გამოყენებას უკავშირდებოდა. გაიზარდა ინტერესი ხალხურიხელოვნებისადმი. ქართულ მხატვართა რიგებს ამ პერიოდში შეემატა ახალი ძალები. შეიქმნა ჩვენიეპოქის მოვლენათა მრავალფეროვნების ამსახველი ნიმუშები.
ქართული გამოყენებითი ხელოვნების წარმატებები დაკავშირებულია ჭედური ხელოვნებისგნვითარებასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა 50-იან წლებიდან. ამ დარგში დიდი დამსახურებამიუძღვის ი. ოჩიაურს, მან პირველმა დაიწყო მუშაობა ჭედურ ხელოვნებაში.
1950-იან წლების ბოლოდან განსაკუთრებით წარმატებით განვითარდა წიგნის ილუსტრაცია,პლაკატი, თეატრალუტი აფიშა, სატირული ნახატი, ლინოგრავიულა და ლითოგრაფიის სხვადასხვასახეობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა წიგნის გაფორმების ოსტატობაც: რუსთაველის საიუბილეოგამოცემა (ს. ქობულაძე, ლ. ცუცქირიძე, ნ. იანქოშვილი; 1966), იაკობ ცურტაველის “ წამება წმინდისაშუშანიკისი” (კ. ცუცქირიძე, ზ. ხაბაძე, ზ. ნიჟარაძე, ბ. ბერძენიშვილი, გ. წერეთელი; 1979) და სხვა.
50-იან წლებში მომხდარმა გარდატეხამ, ქართულ ხელოვნებაში, დიდი ცვლილებები გამოიწვიაქანდაკებების დარგშიც. განსაკუთრებით აქტიური გახდა არქიტექტურასთან სინთეზში გააზრებულიმონუმენტალური ქანდაკების პრობლემა. ვ. თოფურიძემ მეტად ექსპრესიული და დინამიკური ქალისფაიფურით (ჭიათურის თეატრი) საინტერესოდ გადაწყვიტა გამარჯვების თემაზეგანზოგადოებულ-ალეგორიული ქანდაკების შექმნის ამოცანა.
60-70-იან წლებში ქართულ ქანდაკებას ახასიათებდა სკულპტურული ამოცანების მრავალფეროვნებადა სიმდიდრე. არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის ამოცანის გადაწყვეტისერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო თბილისის მთავარი მაგისტრალის - რუსთაველის პროსპექტისდეკორატიული გაფორმება (სტელები, ჭედური პანოები და ა.შ.). თბილისის მისადგომებთან, მცხეთასადა რუსთავის გზებზე დაიდგა ობელისკები (მოქანდაკე - ე. ამაშუკელი, არქიტექტორი თ. კანდელაკი დაა. ბაქრაძე); 1961-62 წლებში თბილისში, მტკვრის პირას, დაიდგა სამასი არაგვის ძეგლ-ობელისკი(არქიტექტორი ა. ბაქრაძე). საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიდგა ხალხის დიდი გამარჯვებისადა ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტები. მოქანსაკეები ფართოდ იყენებენმხატვრულ სიმბოლოთა ენას (მ. ბერძენიშვილის მონუმენტი “კიდევაც დაიზდებიან”, მარნეულში, 1975).
აღმავლობას განიცდიას დაზგური ქანდაკებაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისწრაფებამონუმენტურობისაკენ, განზოგადოებისაკენ. გამახვილდა ყურადღება სიუჟეტურ სკულპტურაზე.
50-იანი წლების თეარტალურ ხელოვნებაში ისევე როგორც, სახვით ხელოვნებაში, საერთოდ, მკაფიოდგამოვლინდა ძირეული გარდატეხა. დეკოტაციები კვლავ წარმოდგენილია, როგორც სპექტაკლისსახოვანი გადაწყვეტის ერთ-ერთი აქტიური საშუალება. ახლებულად უდგებიან სპექტაკლისგაფორმების ამოცანას მხატვრების დ. თავაძე, ფ.ლაპიაშვილი, ე. დონცოვა. სპექტაკლის გაფორმებაშიახლა აქტიურად იყენებენ კინოეკრანის სშუალებებს. დეკორაციების გამდიდრება ცხოველხატულიხერხებით, ფერისა და განათების ეფექტებით სპექტაკლის სახოვანი გამომხატველობისგასაძლიერებლად საოპერო დადგმებშიაც შეინიშნება (ი. ასკურავა, შ. ჩიქოვანი). თანმიმდევრულადვითარდება ამ მიმართულებით ს. ვირხალაძის შემოქმედება (ბალეტი “ოტელო”). ბოლო ათეულწლებში თეატრში მოვიდა მხატვართა ახალი თაობის მთალი პლეადა - გ. გუნეია, ო. ქოჩაკიძე, ი.ჩიკვაიძე, გ. მესხიშვილი, თ. მურვანიძე, მ. მალახონია, ა. კაკაბაძე და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий