ქორეოგრაფია
ქორეოგრაფია არის ცეკვის ხელოვნება. ტერმინი "ქორეოგრაფია" შემოიღეს XVIII საუკუნის დამდეგს,როცა სათავე დაედო ცეკვების ჩაწერის სისტემას.
პირველი ცეკვა შეიქმნა უძველეს დროში და გამოხატავდა ხალხის შრომითი თუ სამხედროგამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცეკვამ, როგორცთეატრალიზებულმა სანახაობამ, პროფესიული ხასიათი მიიღო. ხალხურ ცეკვას მჭიდრო კავშირიჰქონდა შრომის პროცესებთან, წარმართულ და საყოფაცხოვრებო წეს-ჩვეულებებთან. თანამედროვექორეოგრაფია მოიცავს საბალეტო ხელოვნებას, ხალხურ საესტრადო და სამეჯლისო ცეკვებს.ქორეოგრაფია სინთეტური ხელოვნებაა, მისი აუცილებელი კომპონენტებია მუსიკა (უძველეს ხანაშიდასარტყმელი საკრავების რიტმი), მხატვრული გაფორმება (კოსტუმი, დეკორაცია, რეკვიზიტი) დადრამატურგია.

ცეკვა, დასტულებულ მხატვრულ სახეს ქმნის მოცეკვავის თავის, ტანისდა კიდურებიბს მოძრაობით, აგრეთვე ჟესტიკულაციით. მოძრაობათამეშვეობით მატერიალური სამყაროს მიმართ ადამიანისდამოკიდებულების გავლენა, ამ მოძრაობათა სისტემატიზაციამრავალსაუკუნოვანი კულტურულ – ისტორიული პროცესია, იგიდაკავშირებულია შრომის პროცესებთან, უპირველეს ყოვლისა, შრომისყველაზე ადრინდელურ სახესთან – ნადირობასთან. პირველყოფილ ადამიანში, ნორმალურიმეტყველებისა და საერთოდ ენის ჩამოყალიბებამდე ცეკვა თხ
რობის ერთ-ერთისაშუალებაც იყო, მოგვიანებით სამონადირეო ცეკვებში თავს იჩენს მისტიკურიელემენტები, რაც, ბუნების აუხსნელი მოვლენების წინაშე ადამიანის კრძალვისგამომხატველია. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი რელიგიურ – მისტიკურიხასიათის, საფერხულო წყობის უძველესი ცეკვები, ქალღმერთ დალისპატივსაცემი "დალი კოჯას ხელღვაჟალე", (დალი კლდეში მშობიარობს), "ბაილბეთქილ", "ლილე", "ადრეკილაი", "დიდებაი" და სხვა. საზოგადოებისგანვითარების შემდგომ ეტაპზე, როდესაც ადამიანმა ბუნების მრავალისაიდუმლო ამოხსნა, ცეკვამ თანდათან დაკარგა რელიგიურ – მისტიკური ხასიათი დასაწესჩვეულებო-რიტუალურ ფორმად იქცა. უფრო გვიან კი, მოძრაობათა დახვეწისა და მხატრულიგანზოგადების შადეგად იგი ჩამოყალიბდა როგორც ხელოვნება. განვითარების ასეთი გზა განვლოუძველესმა მონადირულმა ცეკვებმა; სვანურმა "ლემჩილმა", "სანადირო", "ამირანის ფერხულმა" დასხვა საბრძოლო ("ხორუმი", "ზემყრელო", "თამარ დედოფალ" და სხვა), აგ
რეთვესაყოფაცხოვრებო შინაარსის, სატრფიალო და სახუმარო ცეკვებმა. ყოველ ხალხსთავისი საკუთარი საცეკვაო ტრადიცია, საკუთარი ქორეოგრაფიული ენა,პლასტიკური გამომსახველობის ხერხი გააჩნია. ასეთი ინდივიდუალობა ქმნისსაცეკვაო სისიტემას: ევროპული (კლასიკური ცეკვები), აზიისა და აფრიკის ქვეყნებისცეკვები და სხვა. ცეკვის განვითარების ისტორიის პროცესში ჩამოყალიბდა მისიძირითადი სახეობანი: ხალხური ცეკვები, სასცენო, სამეჯლისო ცეკვები, კლასიკურიცეკვები, სახასიათო ცეკვები და ცეკვა "მოდერნი".


როგორც ვიცით, ქართულ-ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისიგანვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა, საფუძველი ჩაეყარაეროვნულ ბალეტს.
ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება,რომ ქართული-ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა,ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის ("შუშპარ") პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული.უძველესი ცეკვის "ფერხულის" რიტუალურ ხასიათს ადასტურებს თრიალეთის გათხრების დროსაღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ.წ. II ათასწლ) - ნიღბებიან მონადირეთა როკვა,რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმია მიძღვნილი.დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირო ცეკვაში შეიჭრა რიტმული ტან
ვარჯიშის ილეთები,უფრო გვიან კი იგი მებრძოლი ხასიათის ტონებთ შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო - პანტომიმია, ფართოდ გავრცელებული ცეკვა "ხორუმი".

ბაგინათეს გათხრების დროს აღმოჩენილ ძვლის ფირფიტაზე გამოსახულიმოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ.წ.VIს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერებისღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. ქალთა ცეკვისჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართულმა ცეკვამ "სამაია", რომელიცძეობის ოჯახურ დღესასწაულზე სრულდებოდა. "სამაიას" სამი მოცეკვავეასრულებს და ეძღვნება ნაყოფიერების ქალღმერთს - მთვარეს. დროთა განმავლობაში `სამაიამ~დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა; შემსრულებელთა რაოდენობაც მთელ რიგ შემთხვევაშიაჭარბებს წეს-ჩვეულებათა დაკანონებულ რიცხვს - სამს.

მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესებისშექმნა, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში "მელია-ტელეფია", "ფერხული-ოსხაპუე", "სართულიანი ფერხული" ("ზემყრელო", "აბარბარე", "მირმიქელა" და სხვა). ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთანდაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვისნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა "სახიობა", რომელიცწარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანხმლები ელემენტი იყო. "სახიობის"მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის,განსაკუთრებული დიალოგური ფორმა. იგი სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე.წ.ქალ-ვაჟიანით. ჩვენს დროიდე მოღწეულ რომანტიკულ ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესიაცეკვა - "ქართული" (ძველად ეწოდებოდა "სადარბაზო", "სანადიმო", "საარშიყო").
XIX საუკუნის დასასრულიდან ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების პროცესიერთგვარად შეწყდა და გარკვეული ხნის შემდეგ განახლდა. დროთა განმავლობაში მრავალი საცეკვაოკოლექტივი შეიქმნა, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას საზღვარგარეთ.დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს სახალხო ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა(სამხატვ
რო ხელმძღვანელი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გ.
ბაქრაძე, ქორეოგრაფი საქართველოს სახალხო არტისტი ბ.დარახველიძე). სიმღერისა და ცეკვის სახალმწიფო ანსანბლმა"რუსთავმა" (მხატვრული ხელმძღვანელი ა. ერქომაიშვილი)


ქართული ხალური ქორეოგრაფიის განვიტარებაში დიდი ღვაწლიმიუძღვის ქორეოგრაფებს - საქართველოს სახალხო არტისტს ჯ.ბაგრატიონს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულ მოღვაწეს გ.სალუქვაძეს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს მ. რაქვიაშვილს,საქართველოს სახალხო არტისტს მ. ლომთათიძეს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულმოღვაწეს მ. ბახტაძეს, ე. გუმბერიძეს გ. ჩივაძეს, ზ. ასათიანს, რ. ჭოხონელიძეს და სხვებს.
საცეკვაო ხალოვნების ერთ-ერთი ხელოვნებაა აგრეთვე ბალეტი. ტერმინ "ბალეტით" უმთავრესადგამოხატავდნენ ევროპაში XVI-XIXსს-ში ჩამოყალიბებულ კლასიკურ ბალეტს, თუმცა XX საუკუნეში მანმოიცვა აღმოსავლეთი ქვეყნების ქორეოგრაფია.
ბალეტი შეიქმნა იტალიაში (შემდეგ სხვა ქვეყნებში) ჩასახული თეატრალიზებული ცეკვისფორმირების პროცესში. პირველ საბალეტო წარმოდგენად მიჩნეულია 1489 წელს ტორტონაში აზნაურბერგონცო დი ბოტოს მიერ მილანის ჰერცოგის ქორწილთან დაკავშირებით დადგმული მითოლოგიურისიუჟერის პანტონიმა.
XVIს-ში სცენურ ცეკვას, რომელიც ადრე სპექტაკლებშიდივერტისმენტების სახით შედიოდა, საფუძვლად დაედო დრამატურგია დასინთეზური წარმოდგენის ნაწილად იქცა. პირველი მთლიანსიუჟეტიანი სპექტაკლებიგაჩნდა საფრანგეთში XVIს. II ნახევარში. იმ დროს ბალეტი გამოყოფილი არ იყოსიმღერისა და სალაპარაკო ტექსტისაგან. პროფესიონალი მოცეკვავეებისგამოჩენისთანავე იწყება საცეკვაო ტექნიკის განვითარება. XVIIს. ბოლოს შემუშავდასაბალეტო სპექტაკლის თემატიკა და ფორმის განმსაზღვრელი კანონები, შეიქმნათეატრალიზებული ცეკვის სახეებიც.

XVIIIს. ინგლისში, ავსტრიაში, შემდეგ საფრანგეთშიც ბალეტი საბოლოოდჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ხელოვნება.
XIXს. II ნახევარში, რომანტიზმის კრიზისის პერიოდში, საბალეტო ხელოვნებამ ევროპაში დაკარგაღრმა ადამოანური შინაარსი. ამ მოვლენამ გამოძახილი ჰპოვა რუსეთის ბალეტშიც. საბალეტო მუსიკისგანვითარების ახალი ეტაპი დაკავშირებულია პ. ჩაიკოვსკის, ა. გლაზუნოვის სახელთან.

XIX-XXსს. მიჯნაზე რუსეთში საბალეტო ხელოვნება გამოიკვეთა, როგორცეროვნული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახე. ბალეტისადმიინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა 1909 წლიდან. პარიზსა და ლონდონშიგამართული "რუსული სეზონების" შემდეგ გაჩნდა მრავალი სკოლა"თავისუფალი" ცეკვისა, რომლის საფუძვლად ითვლება ა. დუნკანი. რუსულიბალეტისა და ეროვნულ ტრადიციათა შერწყმის შემდეგ თითქმის ყველაქვეყანაში შეიქმნა ბალეტის საკუთარი ეროვნული სკოლა. საფრანგეთში 1929წლამდე არსებობდა "რუსული სეზონების" დასის საფუძველზე არსებული "ს.დიაგილევის რუსული ბალეტი", რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორებსი. სტრავინსკის, ს. პროკოფიევს, კ. დებიუსის, მხატვრებს ფ. ლეჟავას და მ. შაგალს, ბალეტმაისტერებსლ. მიასინს, ჯ. ბალანჩინს და ბ. ნიჟინსკაიას. 20-30–იან წლებში აქტიურად მუშაობდა პ
არიზის"გრანდ-ოპერის" საბალეტო დასი (ბალეტმაისტერი ს. ლიფარი და სხვა). 40-50–იანწლებში იქმნებოდა სხვა კოლექტივებიც, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ რ. პტი, ჟ.ბაბილე, ჟ. შარა. ინგლისურმა საბალეტო ხელოვნებამ ეროვნული პანტომიმისტრადიციები შეუსისხლხორცა რუსული ბალეტის პრინციპებს, რამაცგამოხატულობა ჰპოვა ბალეტმაისტერ ნ. დევალვას დადგმებში. აშშ-შიბალეტმაისტერ ჯ. ბალანჩინი ქმნის უსიუჟეტო ბალეტს, რომელშიც განვითარებაჰპოვა მ. პეტიპას პრინციპებმა. ბალეტმაისტერების ე. ტიუდორისა და ა. დემილისდადგმებში შერწყმულია "თავისუფალი" ცეკვა კლასიკურ ბალეტთან. 30-იან წლებშიაღორძინდა მდაბიური ბალეტი; დაიწყო ბალეტის აღმავლობა იტალიაში, ავსტრიაში,შვეციაში, II მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ბალეტი განვითარდააგრეთვე პოლონეთში და უნგრეთში; საბალეტო თეატრები დაარსდა ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა დაბულგარეთში; ბალეტი გაჩნდა ასევე ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ადრე არ იყო საბალეტო ხელოვნება(თურქეთი, იაპონია, ავსტრალია და სხვა).

XIXს-ის შუა წლებში ჩაისახა პროფესიული საბალეტო ხელოვნება. 1851 წელს თბილისში გაიხსნასაოპერო თეატრი, სადაც იდგმებოდა რუს და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საოპეროდასთან ერთად არსებობდა მცირე საბალეტო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვისსაბალეტო სასწავლების პედაგოგი, ბალეტის მსახიობი თ. მანოხინი. იგი თვითონაც მონაწილეობდასაოპერო სპექტაკლებში, წარმოადგენდა ნაწყვეტებს ლოვენსკიოლდის ("სილფიდა"), დრიგოს("ჯადოსნური ფლეიტა"), ლიადოვის ("ჯადოსნური ტბა") და სხვა ბალეტებიდან.

80-90-იან წლებში თბილისში სისტემატიურად ჩამოდიოდნენსაბალეტო ანსამბლები - "პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი",გამოდიოდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის ბალეტის ოსტატები – ე.გელცერი, ვ. ტიხომიროვი, ვ. და მ. ფოკინები, ს. ფიოდოროვა, ა. დუნკანი,და სხვა. თეატრის რეპერტუარში იყო ჩაიკოვსკის ბალეტები,გლაზუნოვის "რაიმონდა", პუნის "კუზიანი კვიცი", ჰერტელის "ამაოსიფრთხილე" და სხვა.
XX-ს. 10-იან წლებში თბილისის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდნენ ა. რომანოვსკი და ს. ვაკარეცი(პრიმა-ბალერინა მ. ბაუზერსაქსი), 1919-22 სეზონებში – მ. მორდკინი. ამ სახელგანთქმული მოცეკვავისმოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია თბილისის საბალეტო დასს. აღსანიშნავია მ. მორდკინისადა კ. მარჯანიშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობა 1919 წელს კიევში "ფუენტე ოვეხუნას" ("ცხბრის წყარო") დადგმისას. ამ ლეგენდარულ სპექტაკლში მ. მორდკინმა შექმნა ბრწყინვალექორეოგრაფია. თბილისში მ. მორდკინმა დააარსა სტუდია, რომელშიც შევიდა მ. პერინის სტუდიისზოგიერთი მოსწავლე და ამ ახალდაარსებული დასით დადგა რანდენიმე საბალეტო სპექტაკლი (მაგ:დელიბის
"კოპელია', ადანის "ჟიზელი" და სხვა). 1916 წელს სახაზინო თეატრისპრიმა-ბალერინას მ. პერინის ხელმძღვანელობით გაიხსნა ადგილობრივი კადრებისაღზრდის პირველი კერა - საბალეტო სტუდია, სადაც დადგეს საინტერესოსაბალეტო წარმოდგენები - ლ. დელიბის "კოპელა", საცეკვაო აქტი მეტერლინკის"ლურკ ფრინველში" და სხვა მრავალი საკონცერტო პროგრამა. განსაკუთრებითაღსანიშნავია ბალეტმაისტერ ნ. ბექთაბეგიშვილის მიერ დადგმული ი. ბაიერისბალეტი "თოჯინათა ფერი". პერინის სტუდიაში აღიზარდა საბალეტო ხელოვნებისმრავალი გამოჩენელი ოსტატი: დ. და ი. ალექსიძეები, მ. მაუერი, ს. ვირსალაძე, ლ.გვარამაძე, ნ. რამიშვილი, ვ. ჭაბუკიანი და სხვები. აქვე უნდა აღინიშნოს პირველიქართული პროფესიონალი მოცეკვავის ალექსი ალექსიძის (სონღულაშვილის) მოღვაწეობა. 80-90-იანწლებში იგი გამოდიოდა ა. რუბინშტეინის "დემონში", მ. გლინკას "რუსლან და ლიუდმილაში". 1895წელს პარიზში საქართველოს ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ა. ალექსიძე ქართული ცეკვის საუკეთესოშესრულებლისათვის დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1902 წელს მან თბილისში გახსნაქართული ცეკვის პირველი სტუდია, რაც იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.

1921 წელს განსაკუთრებით გამოცოცხლდა საბალეტო ხელოვნება. მორდკინის "სეზონების
" შემდეგთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არა ერთიმნიშვნელოვანი სპექტაკლი დაიდგა (ბალერმეისტერმა მ. დისკოვსკიმ დადგამუსორგსკის "ღამე შიშველ მთაზე", მ. მოისევმა - ადამის "ჟიზელი" დაჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1924-25 წლებში ბალეტმეისტერმა ს. სერგეევმაახალი რედაქციით დადგა დელიბის "კოპელია", ეიხენვალდის "ფასკუნჯი",რიმსკი-კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩო" და "შეჰერეზადა").

1927 წელს ბალეტმეისტერმა ლ. ლუკინმა დადგა ბალეტი "'კარმენსიტა" - ბიზეს ოპერის სიუჟეტისთავისებური ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელშიც გამოყენებული ოყო ესპანური საცეკვაომასალა. 1927-28 წლის სეზონში ი. არბატოვის რედაქციითა და გაფორმებით დაიდგა დელიბის"კოპელია" და ადანის "ჟიზელი". 1928 წლის შემოდგომაზე ბალერმეისტერმა რ. ბალანოტიმ დადგაჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1929 წელს ვ. ცაპლინმა - გლიერის "წითელი ყაყაჩო", რომელსაც დიდიწარმატება ხვდა წილად. 10-იანი წლებიდან დაწყებული თბილისის საბალეტო დასში მუშაობდნენ: გ.ბარხუდაროვი, ს. გორსკი, ნ, რამიშვილი, მ. სულხანიშვილი, ი. სუხიშვილი, თ. ჭაბუკიანი და სხვები.
1937 წელს მოსკოვში ჩატარდა ქართული ხელოვნების პირველი დეკადა. დეკადის დღეებშიმაყურებელმა ნახა ეროვნული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშები. დედაქალაქისსაზოგადოებამ და პრესამ მაღალი შეფასება მისცა დ. ჯავახიშვილის მიერ დადგმულ
ქართულ ცეკვებს - ზ. ფალიაშვილისა ("აბესალომ და ეთერი" და "დაისი") და მ.ბალანჩიბაძის ("დარეჯან ცბიერი") ოპერებში. 1936 წლის 28 დეკემბერს, დეკადაზეგამგზავრების წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჩატარდაქართული ბალეტის - ა. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკის" პირველი წარმოდგენა. დეკადისდასკვნით ნაწილში შესრულდა ფრაგმენტი ბალეტიდან "ხორუმი", რომელმაც დიდიმოწონება დაიმსახურა.

1938 წელს შეიქმნა პირველი ქართული ბალეტი თანამედროვე თემაზე, ეს იყო შ.თაქთაქიშვილის "მალთაყვა".
ქართული ბალეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოსსახალხეო არტისტს დ. ჯავრიშვილს. მაღალმა ერუდიციამ, მხატვრულად დასრულებული ფორმისგამოძერწვის უნარმა განაპირობა მის მიერ დადგმული ქართული ცეკვების დიდი წარმატებათბილისის საბალეტო სცენაზე, ცეკვები "ქართული", "მხედრული", "ფერხული" და სახუმაროკვარტეტი "ქართული" ("დაისში"), "დავლურ-მთიულური" ("'კაკო ყაჩაღში") შეიძლება ხალხურიცეკვების თეატრალიზაციის კლასიკურ ნიმუშებად ჩაითვალოს. დ. ჯავახიშვილმა 1934 წელს მ. პერინისსტუდიის ბაზაზე დააარსა სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია (ახლანდელი სახელმწიფოქორეოგრაფიული სასწავლებელი), რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 1951 წლამდე სტუდიაშიმოღვაწეობდნენ გამოცდილი პედაგოგები: ვ. დოლიძე, ვ. ივანიშვილი თ. ვიხოდცევა და სხვები. 

30-იან წლების წარმოდგენებში მთავარ როლს ასრულებდნენ მაღალისაშემსრულებლო ოსტატობის მოცეკვავეები. საქართველოს დამსახურებულიარტისტი – თავისებური სტილის, ემოციური მოცეკვავე მ. კაზინეცი (მედორა - "კორსარი", ტაო ხოა – წითელი ყაყაჩო), სომხეთის სახალხო ატისტი – ტექნიკურადდახვეწილი, ეფექტური მოცეკვავე ლ. ვოინოვა (ნერეიდების მბრძანებელი - "კუზიანი კვიცი", ეფი - "ფერენჯი", ფლერ დე ლისი - "ესმერალდა"), საქართველოსდამსახურებული არტისტი – ბრწყინვალე სტილის, ძლიერი მოცეკვავე ქ.ნადარეიშვილი (მარია - "ბახჩისარაის შადრებანი"), ნიჭიერი სოლისტები – ი.ალექსიძე (ნერეიდების ბრძანებელი - "კუზიანი კვიცი"), ო. მაჩაბელი, მ. ბულიგინა,ნ. ვინოგრადოვა, აღსანიშნავია სახასიათო ცეკვების ბრწყინვალე შემსრულებელთა ჯგუფი:საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, დინამიკური, სიცოცხლით სავსე მ.ბაუერი (ქუჩის მოცეკვავე - "დონკიხოტი", ბოშური ცეკვა – "ესმერალდა", მაზურკა - "გედის ტბა"),საქართველოს დამსახურებული გ. საფაროვა, ვ.ბუშინსკაია. საბალეტო სპექტაკლებსა და ოპერებშისაბალეტო სცენების წარმატებას დიდად შეუწყო ხელი გამოჩენილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა,საქართველოს სახალსო არტისტმა ჯ. ბაგრატიონმა. აღსანიშნავია აგრეთვე ნ. გოლიშევის, ნ.კუზნეცოვის, ნ. ლიხაჩოვის, საქართელოს დამსახურებული არტისტის ს. ნონიაშვილის, ა. ჩიხლაძის, შ.ჩირაძის, შ. ბუგიანაშვილის, ნ. გოროშკოს, ვ. ივაშკინის, ლ. ვენისის და სხვათა ქორეოგრაფიულიმოღვაწეობა.

წამყვანი მოცეკვავე იყო საქართველოს სახალხო არტისტი,ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლ. გვარამაძე, იგი ასრულებდამთავარ პარტიებს ბალეტებში: ჩაიკოვსკის "გედის ტბა", გლიერის "წითელი ყაყაჩო",დელიბის "კოპელია", "შოპენიანა", აგრეთვე მთავარ საცეკვაო პარტიებს უცხოურ(გუნოს "ვალპურგის ღამე", პონკიელის "ჯოკორდა", დარგომიჟსკის "ალი"), დაქართულ ოპერებში (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", დ.არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი",ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი" და სხვა), მონაწილეობდათბილისის სცენაზე პირველად დადგმულ სპექტაკლებში იანოვსკის "ფერენჯი" (ინდორა, 1934), პუნის"ესმერალდა" (ესმერალდა, 1937), თაქთაქიშვილის "მალთაყვა" (ციალა, 1938), ასტაფიევის "ბახჩისარიასშადრევანი" (მარია, 1939), ბალაბჩივაძის "მთების გული" (მანიჟე, 1940).
1941 წლიდან წართულ აბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფი,საქართველოას სახალხო არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი. მან დადგა: ა. ბალანჩივაძის "მთაბეს გული",რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ბალეტს, "ლაურენსია", რომელიც შევიდა საქართველოსბალეტის ისტორიაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვ. ჭაბუკიანმა დადგა გ. კილაძის"სინათლე", დ. თორაძის "გორდა". ამ ბალეტებში მან განავითარა ჯერ კიდევ "მთების გულში"გატარებული პრინციპი კლესიკური და ხალხური ცეკვის ელემენტების შერწყმისა. ამავე
სვენაზედადგა დ. თორაძის "'მშვიდობისათვის", ა. მაჭავარიანის "ოტელო". ამ ბალეტშივ. ჭაბუკიანის საშემსრულებლო ოსტატობამ ზენიტს მიაღწია. სპექტაკლიწარმატებით ჩატარდა 1958 წელს მოსკოვში. ვ. ჭაბუკიანმა შემდეგ წლებშიდადგა ს. ცინცაძის "დემონი", ფ. ღლონტის "განთიადი", რ. გაბიჩვაძის"ჰამლეტი" და სხვა.

აღსანიშნავია საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიისლაურიატის ვ. წიგნაძის მოღვაწეობა. მის სახელთან განუყოფელია სპეტაკი, ჰაეროვანი, მოსიყვარულედეზდემონას სახე ("ოტელო").
20-იან წლებიდან დაწყებული სახასიათო ცეკვის მაღალი ოსტატობით გაითქვა სახელი საქართველოსსახალხო არტისტმა თ. ჭაბუკიაბმა. მისი ცეკვა გამიორჩეოდა მკაცრი, საზეიმო დიდებულებით (ცეკვებიოპერაში "კარმენი", მერსედესი - "დონ კიხოტი", ალალმე - "ორდა").

მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდნენ ქართულ სცენას შესანიშნავი მოცეკვავეები:რ. მაღალაშვილი, ბ. მონავარდიშვილი, თ. სანაძე. ბ. მონავარდიშვილმა ქუთაისისოპერისა და ბალეტის თაეტრის სცენაზე წარმატებით დადგა ა. ბალანჩივაძის "მთებისგული" (1977წ.). სხვა დადგმებიდან აღსანიშნავია: ა. ბალანჩივაძის "მწირი", ს.ცინცაძის "პოემა" და "ცისფერი მთის საიდუმლოება".
საყურადღებოა აგრეთვე ზ. კიკალეიშვილის, როგორც ბალეტმაისტერის მოღვაწეობა. 50-იან წლების დასაწყისში, მან დადგა რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო", შემდეგ - ბ.კვერნაძის "ქორეოგრაფიული ნოველები" და "ორფევსი".
სხვადასხვა ხალხის საცეკვაო ფოლკლორის თავისებურ ინტერპრეტაციას გამოხატავდაბალეტმაისტერ გ. დავითაშვილის ბალეტები: ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი", რიმსკი-კორსაკოვის"ესპანური კაპრიჩო", რაველის "ბოლერო".
1972 წლებიდან თბილისის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა საქართველოს ხელოვნებისდამსახურებული მოღვაწე გ. ალექსიძე. მან სახელი გაითქვა როგორც ქორეოგრაფიული მინიატურის ოსტატმა, კამერული სტილის მხატვარმა. გ. ალექსიძემ თბილისის სცენაზე დადგა რამდენიმეერთმოქმედებიანი ბალეტი ბახის
, მოცარტის, კვერნაძის, ცინცაძის მუსიკაზე,აგრეთვე ბალეტები: დელიბის "კოპელია", ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", ცინცაძის"დალი და მონადირე" (სვანური ლეგენდა), რ. გაბიჩვაძის "მედეა". ბოლო ორიბალეტი თანამედროვე ბალეტის პლასტიკური ხერხებითაა გადაწყვეტილი. "დალი და მონადირე" აგებულია მოდიფიცირებული სვანური საცეკვაოფოლკლორისა და კლასიკური ცეკვის ელემენტების შერწყმით, ხოლო "მედეა" ევრიპიდეს ნაწარმოებისმოტივებზეა შექმნილი. მასში დაცულია ბერძნული ტრაგედიის პრინციპები - ადგილის, დროისა დამოქმედების ერთიანობა.

უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა დამდიდრდებოდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XX საუკუნის პირველ ნახევარში. ქართულიხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმულითვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი პლასტიკური ნაწარმოებები. ქართული საცეკვაოფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზედაც აღმოცენდა ეროვნულიკლასიკის საუკეთესო ნიმუშები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია ნ. ანანიაშვილის მოღვაწეობა
Комментариев нет:
Отправить комментарий