ხალხური შემოქმედება
ხალხური შემოქმედება არის ფოლკლორი, ხალხის შემოქმედებითი მოღვაწეობა; ხალხის მიერშექმნილი და მის ყოფაში გავრცელებული ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, თეატრი, ცეკვა, არქიტექტურა,სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
ხალხური ზეპირსიტყვიერება ჩამოყალიბდა უძველეს ხანაში და იმ საზოგადოებისწეს-ჩვეულებისა და რელიგიურ-მითოლოგიურ შეხედულებებს ასახავდა. საზოგადოების სოციალურიდიფერენციაციის პროცესში ჩამოყალიბდა ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრი,რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო წერილობით ძეგლებს.
ხალხური ზეპირსიტყვიერება თავიდანვე განუყოფელი იყო ხალხური შემოქმედების სხვადარგებისგან, კერძოდ, მუსიკისა და ცეკვა-სიმღერისაგან. ამ დროს ხალხური ნაწარმოების შესრულება,როგორც წესი, გუნდურად ხდებოდა. პიროვნების თვითშეგნების ზრდასთან ერთად თანდათან მეტიმნიშვნელონა ენიჭებოდა სიტყვას, რაც განაპირობებდა ზეპირსიტყვიერი ჟანრების დამოუკიდებლადარსებობას. ამასთან, წმინდა პოეტური ჟანრები (ლირიკული ლექსები, ბალადები) ბოლომდეინარჩუნებენ სიმღერით შესრულების ტრადიციას.
თავისი ფორმითა და გამომხატველობითი საშუალებებით ხალხური ზეპირსიტყვიერება ახლოს დგასწერილობით მხატვრულ ლიტერატურასთან, მაგრამ არის პრინციპული სხვაობაც. ლიტერატურისაგანგანსხვავებით, ზეპირსიტყვოერება კოლექტიური შემოქმედებაა, სადაც ავტორის როლი შეზღუდულია.სწორეს კოლექტიურობა, როგორც ზეპირსიტყვიერების არსებითი სპეციფიკური ნიშანი, განაპირობებსხალხური ზეპირსიტყვიერების სხვა ისეთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, როგორიცააანონიმურობა, ვარიანტულობა და ა.შ. ხალხური ზეპირსიტყვიერების კოლექტიურობა არ გამორიცხავსცალკეული ნიჭიერი შემსრულებლის წვლილს მის შექმნასა და განვითარებაში. ამდენად, იგიწარმოადგენს კოლექტიური და ინდივიდუალურ შემოქმედების დიალექტურ ერთიანობას. სხვადასხვახალხის ზეპირსიტყვიერება ღრმად ეროვნულია. მასში რელიეფურად არის ასახული ამ ხალხისეროვნული იდეალები, ზნე-ჩვეულებანი, ყოფა-ცხოვრების წესები. ამასთან ერთად სხვადასხვახალხის ზეპირსიტყვიერება ბევრს საერთოს შეიცავს. მაგ: ქართული ხალხური ზღაპრების მოტივს,მხატვრულ სახეს და ზოგჯერ სიუჟეტებსაც კი მოეპოვებათ პარალელები მსოფლიოს სხვადასხვახალხის ზღაპრებში, რაც შეიძლება აიხსნას, ან საერთო წყაროდან მომდინარეობით, ანისტორიულ-კულტურული ურთიერთობებით, ან მსგავსი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პირობებით.
ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერება ნაწილობრივად მრავალფეროვანია: ჯერ კიდევწერილობითი ლიტერატურის აღმოცენებამდე მასში ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ჟანრი – ეპიკური,ლირიკული და დრამატული. ამ ვითარებას კარგად გამოხატავს, მრავალსაუკუნოვანი ქართულიხალხური ზეპირსიტყვიერება. ძირითადად იგი შემდეგი ჟანრობროვი სისტემის სახითწარმოგვიდგება:
ეპოსი – თქმულება (ისტორიული, ტოპონიმიკური, საგმირო), მითი (კოსმოგონიური, ეტიოლოგიური,თეოლოგიური), გადმოცემა (კოსმოგონიური, ტოპონომიკური, ისტორიული, საგმირო,დემონოლოგიური), ლეგენდა (სარწმუნოებრივი, დემონოლოგიური), ზღაპარი (ცხოველთა შესახებ,საგმირო, ფანტასტიკა, ჯადოსნური საყოფაცხოვრებო – ნოველისტური), სიმღერა (მითოლოგიური,საგმირო, ისტორიული), ბალადა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული, საყოფაცხოვრებო,სამიჯნურო), რომანი (სამიჯნურო, საგმირო), შელოცვა (კოსმოგონიური, სამკურნალო, სამეურნეო),ანდერძი (საგვარეულო), სადიდებო (რელიგიური), იგავი (ცხოველთა შესახებ), ანეკდოტი(ეთნოლოგიური, ისტორიული, საყოფაცხოვრებო);
ლირიკა – შრომის ლექსი (ურმული, გუთნური, სამეურნეო, სამონადირეო და სხვა), კალენდარული(საახალწლო, სააღდგომო და სხვა), მაყრული, საქორწინო, სატრფიალო, სუფრული, სამგლოვიაო, ქება,ელეგია, გაბაასება, კაფია, გალექსება, შაირები, საგმირო, ანდაზა, აფორიზმი, სიტყვის მასალა,გამოცანა.
დრამა – მისტერია (წარმართული, ქრისტიანული), სანახაობანი (ფერხისა, ბერიკაობა, ყეენობა,ლაზარობა), კომედია (საყოფაცხოვრებო, სოციალური).
ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერების ჟანრები გვხვდება, როგორც ლექსის სახით (ლირიკულიპოეზია, ბალადები), ისე პროზად (ზღაპარი, ლეგენდა, თქმულება, ანდაზა და სხვა), ზოგჯერ კილექსნარევ პროზად (მაგ: ქართული "ამირანიანი", "ეთერიანი", "ტარიელიანი"). ზოგიერთი ჟანრი არცწმინდა პროზაა და არც წმინდა ლექსი (შელოცვა, ანდაზა, გამოცანა).
ხალხური ზეპირსიტყვიერება თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არა თანაბრადვითარდებოდა. მასში შეიმჩნევა როგორც აღზევების, ისე შეზღუდვის და ერთგვარად დაკნინებისხანაც. მაგ: მთელი რიგი ზეპირსიტყვიერი ჟანრები XX საუკუნეში აღარ ვითარდებოდა.
ხალხური ზეპირსიტყვიერება უდიდესი შემეცნებითი და მხატვრული ღირებულების შემცვლელია,მასში სრულად არის გამოხატული ხალხის იდეალები.
ხალხური მუსიკა ისტორიამდელი წარსულიდან იღებს სათავეს. ვოკალური (ძირითადადსასიმღერო), საკრავიერი და ვოკალურ-საკრავიერი. ხალხური შემოქმედების ტრადიციები უაღრესისიმყარით გამოირჩევა, თუმცა იგი როგორც წესი, წერილობითი ფორმით არ ფიქსირდებოდა დაძირითადად საშემსრულებლო მემკვიდრეობით გადმოიცემოდა.
ხალხურ მუსიკას, პროფესიულის მსგავსად, ჰყავს თავისი ავტორი, თუცა ანონიმური. თითოეულშემსრულებელს თავისი ნიჭის, გემოვნებისა და საშემსრულებლო ოსტატობის შესაბამისადგარკვეული კორექტივი შეჰქონდა ამა თუ იმ მუსიკალურ ქმნილებებში და თავისდაუნებურად ხელსუწყობდა ვარიანტულობას. შესაბამისად, ხალხური ნაწარმოების თანაავტორებად გვევლინებოდნენშემსრულებლები, კონკრეტული ავტორი კი უცნობი რჩებდოდა, რაც ხალხური მუსიკის მთავარითვისებაა. ზემო აღნიშნულსავე საფუძველზე ხალხური მუსიკის მეორე არსებითი თვისებააიმპოვიზაციულობა, რითაც იგი განსხვავდება პროფესიული მუსიკოსისაგან. ხალხური მუსიკალურიშემოქმედების შექმნა-განვითრებაში დიდ როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ეროვნების ე.წ. "ხალხურიპროფესიონალები": მესტვირე, აშუღი, ჟონგლიორი, შპილმანი, აკინი და სხვა. ხალხური მუსიკისათვისდამახასიათებელია ჟანრული მრავალფეროვნება; მას საფუძვლად უდევს ადამიანის მდიდარიშრომითი და ყოფითი მოღვაწეობა, რაც ხალხურ მუსიკას ოდითგანვე ახლავდა. სხვადასხვა ხალხისუაღრესად თავისთავადი, განსხვავებული მუსიკალური კულტურა მაინც ერთნაირად ავლენს ამზოგად ჟანრობრივ კანონზომიერებას. მაგ: მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკადიალექტებითაც გამოირჩევა (ხევსურული, თუშური, ფშავური, მოხევური, მთიულური, ქართული,კახური, მესხური, იმერული, გურული, მეგრული, რაჭული, ლეჩხუმური, სვანური, ჭანური), მოიცავსყველა იმ მნიშვნელოვან ჟანრს, რომელიც ზოგადკაცობრიული კუთვნილებისაა: შრომის,საყოფაცხოვრებო, საწესო, სარიტუალო, საქორწინო, ლაშქრული, მგზავრული, საისტორიო, საგმირო,სატრფიალო, სახუმარო და საფერხულო სიმღერებს.
ხალხური მუსიკის განვითარებასთან ერთად ადრინდელი მარტივი სიმღერების და საკრავიერინიმუშების გვერდით ჩნდება უფრო ვრცელი და რთული ვოკალურ თუ საკრავიერო მუსიკის ფორმები.სხვადასხვა ჟანრობრივ წიაღში ყალიბდებოდა მრავალზმიანობისა და რიტმიკის განსხვავებულიტიპები. ეს პროცესიც თვალნათლივაა ასახული ქართულ ხალხურ მუსიკაში, რომლისთვისაცდამახასიათებელია მეტად ფართო დიაპაზონი. ერთის მხრივ, ვხვდებით უძველესი სასიმღეროშემოქმედებისა და საკრავიერი მუსიკის უმარტივეს ფორმებს (თუშ-ფშავ-ხევსურული ხალხურიმუსიკა), რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიო ხალხურ მუსიკაში საოცრადმრავალფეროვანი და დახვეწილი საგუნდო მრავალხმიანობის ფორმებით ("ჩაკრულო", "სუფრული", "ცხენისნური", "მხედრული", "ვახტანგური", "'შვიდკაცა", "ალილო", "ლილე", "კვირია" და სხვა.).
ხალხური მუსიკის შემოქმედების წიაღში შეიქმნა მრავალი საკრავი, რომელთაგან ზოგიერთირომელიმე ერის მკაფიოდ გამოხატული კუთვნულებაა (მაგ: ქართული ჩონგური), ზოგიერთი კისაზიაროა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის.
ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველია, ასევე ხალხური მუსიკალური საკრავებიდანიღებს სათავეს თითქმის ყველა პროფესიული მუსიკალური საკრავი.
ხალხური თეატრი დაკავშირებულია ძველ წეს-ჩვეულებებთან, ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან.განვითარების პროცესში ხალხურ თეატრში წამოიზარდნენ თეატრალური საქმის სპეციალისტები:საბერძნეთსა და რომში – მიმები, დასავლეთ ევროპაში – ჟონგლიორები, შპოლმანაბი; რუსეთში –სკომოროხები, საქართველოში – ბერიკები, უზბეკეთში – მასხარბაზები. ისტორიულ ხანაში ხალხურითეატრი ინარჩუნებდა თავის წეს-სახიობაში ძველთაძველ ტრადიცვიულ ფორმებს და ავსებდა მასპატრიოტული და სოციალური მოტივებით. საქართველოში ხალხური თეატრის სახით ცნობილია:ბერიკაობა, ყეენობა, კოჭიაობა და სხვა. ხალხური თეატრი საფუძვლად დაედო პროფესიული თეატრისგანვითარებას.
ხალხური ცეკვა ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ყველაზე ადრინდელურმასობრივ ცეკვად მიჩნეულია მონადირული ცეკვები, რომლებიც ჯერ კიდევ პირველყოფილიადამინების კოლექტიურ შრომასთან – ნადირობასთან კავშირში შეიქმნა. ასეთება ქართული ლენჩილი(სვანეთი), სანადირო – ამირანის ფერხული (სვანეთი). ნადირობითა და მესაქონლეობით დასაქმებულიტომები განსაკუთრებული პატივით ეკიდებოდნენ ცხოველთა სამყაროს, ადიდებდნენ დააღმერთებდნენ მათ. მათ წინამძღოლს – პატრონს, რომლის სურვილზედაც, თითქოსდადამოკიდებული იყო ნადირობის წარმატება, თავდაპირველად მას ცხოველების სახე ჰქონდა(ზოომორფიზმი), შემდგომ კი ადამიანისა (ანთროპომორფიზმი). ანთროპომორფიზმის ნიშნად უნდაჩაითვალოს საქართველოში დღემდე შემორჩენილი ფერხულები. ნადირობის ქალღმერთის –ოქროსთმიანი დალისადმი მიძღვნილი ცეკვა-სიმღერები: "დალი კოჯარს ხელვაჟარე" (დალი კლდეშიმშობიარობს), "ბაიალ ბეთქილ", 'მეთხვარ მარე" და სხვები.
ხალხი ცეკვაში ასახავდა ცხოველთა თვისებებს, ბაძავდა მათ და სახიერად გადმოსცემდა ცხოველთადა ფრინველთა დამახასიათებელ ქცევებს. ასე შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ბიზონებსცეკვა, ინდონეზიელთა ვეფხვის ცეკვა, იაკუტების დათვის ცეკვა, პამირელების არწივის ცეკვა,ჩინელებისა და ინდოელების ფარშავანგების ცეკვა, ფინელთა ხარის ცეკვა და სხვა.

დროთა განმავლობაში ხალხური ცეკვები, საზოგადოების ეკონომიკურიპირობების შეცვლასთან ერთად, სახეს იცვლიდნენ. იქმნებოდა ცეცხლთანდაკავშირებული საწესჩვეულებო ცეკვები. მაგ: შრი- ლანკელთაAცეცხლისცეკვა, ქართული ლამპრობა, ანდა სლავური ფერხულები, დაკავშირებულიარყის ხესთან, ყვავილების გვირგვინების წვნასთან, კოცონის გაჩაღებასთანდა სხვა. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ ხსნიდა ბუნების ზოგიერთ მოვლენასდა ქედს იხდიდა მათ წინაშე, ცეკვებში თანდათანობით ფეხს იკიდებდა მისტიკის ელემენტები,იქმნებოდა ასტრალური სხეულებისადმი მიძღვნილი ფერხულები. ასეთია ქართული "ლილე" (მზესფერხელი), "შუშპარი" (მთვარისადმი მიძღვნილი ცეკვა). რელიგიურ-მისტიკური ფერხულებიდანსაქართველოში აღსანიშნავია - "ლაჟღვაში", "ადრეკილა" და სხვა.
მიწათმოქმედების განვითარების შემდეგ შეიქმნა ლიტველების მთიბავთა ცეკვა, გუცულების ხესმჭრელთა ცეკვა, მოლდაველების მევენახეთა, უზბეკების მებამბეთა ცეკვები და სხვა. ხალხურცეკვებში ხშირად გამოიკვეთება მებრძოლი სულისკვეთება, გმირობა და სიმამაცე, გადმოცემულიაბრძოლის სცენები. მაგ: ასეთია უძველესი ბერძნული ცეკვები, რომელშიც ფარიკაობის ე
ლემენტებიცცეკვის ხელოვნებასთან არის შერწყმული: ქართული "ხორუმი", "ფარიკაობა", "ზემყრელო" და სხვა. ხალხურ საცეკვაო შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავსსიყვარულის თემას. თავდაპირველად იყო ეროტიკული ხასიათის ცეკვები,მოგვიანებით კი სატრფიალო ცეკვებში გამოიხატებოდა კეთილშობილურიგრძნობები, კერძოდ, ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება (მაგ:ქართული ცეკვა "ქართული", პოლონური "მაზურკა", რუსული "კადრილი" დასხვა). დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხის წიაღში ჩამოყალიბდა საცეკვაოტრადიცია, მოძრაობათა კოორდინაცია და მუსიკასთან მათი შერწყმის თავისებური ხერხები.

ზოგი ცეკვა სრულდება მუსიკალური საკრავის აკომპანიმენტით, რომელიც სშირად თვით მოცეკვავესუჭირავს ხელში (მაგ: გარმონი, დოლი, დაირა და სხვა).
ხალხური არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და დეკორატიულ-გამოყენებითიხელოვნება მოიცავს შრომის იარაღებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს, ჭურჭელს, ტანსაცმელს,ქსოვილებს და სხვა. ხალხურ შემოქმედებაში უნმიშვნელოვანესი მხატვრულ-ტექნიკური პროცესებია:მეთუნეობა
, ქსოვა, მხატვრული კვეთა, მხატვრული ჩამოსხმა, ჭედვა და სხვა.

ხალხური შემოქმედება უშუალო კავშირია ცხოვრებასთან, ამდენად,ძირითადად გამოყენებითი ხასიათისაა. ყოფითი გარემოს გაფორმება-შექმნაშიაისახა ამა თუ იმ ხალხის მსოფლშეგრძნება და ძირითადი ესთეტიკურიპრინციპები. ხალხურმა ხელოვნებამ შეძლო დღემდე შემოენახა ერის უძველესიმითოლოგიური შეხედულებები, ხშირად კი დეკორატიული სახეცვლილებებით. საერთოდ,დეკორატიულობა ხალხური ხელოვნების უმთავრესი ნიშანია, ამდენად
,ბუნებრივია, რომ მასში ჭარბობს ორნამენტი და ორნამენტულობა. ხალხურშემოქმედებისათვის დამახასიათებელია უშუალობა, ფორმისა დადანიშულების მაქსიმალური ერთიანობა, მასალის მხატვრულ-გამოყენებითიშესაძლებლობების სრული გახსნა. ყოველი ერის ხალხური ხელოვნებათავისებურ ხასიათს ატარებს და მისი სულიერი და ფიზიკური ყოფისათვის აუცილებელ დარგებსავითარებს.

ქართული ხალხური არქიტექტურა ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი დარგია.არსებობს მისი სამი ძირითადი ტიპი: ქართული და მესხური დარბაზი, სვანური საცხოვრებელიკომპლექსი, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მაჩუბი და კოლხური ოდა. გვხვდება აგრეთვეციხე-სახლები (თავდაცვითი და საცხოვრებელი, ან ორივე ფუნქციის ერთდროულად მატარებელი),რომლებიც ძირითადად მთამ შემოგვინახა (სვანეთი, მთიანი რაჭა, ხევსურეთი, მთიულეთი და სხვა).ქართული ხალხური არქიტექტურის საყურადღებო ნიმუშებია უშგული (სვანეთი), შატილი და მუცო(ხევსურეთი).
ქვის, ხისა და ლითონის დამუშავებას საქართველიში უძველესი ტრადიცია აქვს. ჭარბობსორნამენტი და ორნამენტულობა. შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა რელიეფური დაორნამენტული სამკაულის მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. უძველესი დროიდან გვხვდებასაფლავის ქვები შემკული მიცვალებულთა საქმიანობის ამსახველი მრავალმხრივი რელიეფით.ხალხური შემოქმედების საყურადღებო ნიმუშია დედაბოძი, უძველესი ნიმუში ხის მხატვრულიდამუშავებისა. საინტერსოა აგრეთვე ჩვენამდე მოღწეული მერხები, საკარცხულები, სკივრები დასხვა, რომელთა გეომეტრიული ორნამენტები დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ლითონისმხატვრული დამუშავების შესანიშნავი ნიმუშია ე.წ. "კოლხური ცული", აგრეთვე ბრინჯაოს ბალთები,სარტყლები, პატარა ქანდაკებები. მასში უკვე ვლინდება ის ტრადიციები, რომლებსაც ეფუძვნებაქართული ქრისტიანული პლასტიკური ხელოვნება. შუა საუკუნეებში ლითონის მხატვრულიდამუშავების მხრივ აღსანიშნავია ჭედური ხელოვნების ნიმუშები (მაგ: სვანეთის ჭედურიხელოვნების ადგილობრივი სკოლა). ლითონის, ქვისა და ხის მხატვრული დამუშავების ეროვნულმატრადიციებმა დიდად განაპირობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ხასიათი.
ქსოვის მხატვრული დამუშავების მხრივ აღსანიშნავია ქართული ფარდები, თექები, ხალიჩები,რომელთა ხაოიანი ფაქტურა და თავშეკავებული კოლორიტი შეხამებული ქვისა და ხის
ბუნებრივ, შეულამაზებელ ფაქტურასთან განაპირობებდა ქართველი კაცისსაცხოვრებლის ხასიათს. საყურადღებო მაგალითია "ლურჯი სუფრა".

ხალხურმა შემოქმედებამ მრავლად შემოგვინახა ქართული ჩაცმულობისა დანაქარგების უნიკალური ნიმუშები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულიმასალით დასტურდა, ქართული კერამიკული ნაწარმი უძველესი დროიდან იღებსსათავეს. ძირითადად გამოიყოფა წითელი თიხის კულტურა, რომელიც ფართოდგამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებით. უძველეს დროში გვხვდება "შავკრიალა" (შებოლილი)კერამიკაც. უფრო ნაკლებად იხმარებოდა ჭიქურიც. აღსანიშნავია, რომ თიხის დამუშავების ტრადიციადღემდე ცოცხლობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий