ფოტოხელოვნება
ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევსფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი"ტექნიკური" ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია,ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნებისდამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია დაგამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).
ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველი)ფოტოგრაფიაში. პიქტორალიზმს შემდგომში მხატვრული ფოტოგრაფია ეწოდა. მისმა მიმდევრებმაბევრი გაა
კეთეს ფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის მისაღწევად. განსაკუთრებულწარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიეს. ფოტოხელოვნების სხვაჟანრები ამ დროს მთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყო; იქმნებოდაძალიან რთული კომპოზიციები, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივისმონტაჟს მოითხოვდა.

XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ-ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდაცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას და საფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიისწარმოშობას. ფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფიაშიმოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებს. იქმნებოდა სრულიად ახალი, სრულყოფილი დამრავალფეროვანი ფოტოობიექტივები და ფოტოოპტიკის სხვა ელემენტები; საფუძველი ჩაეყარაფერად ფოტოგრაფიასაც. ფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე. მაიბრიჯისმიერ ხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლს,რომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკის არაჩვეულებრივი სილამაზე. ამ სიახლეებმა XXსაუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმიინტერესი. 1910 წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმი. გაძლიერდაინტერესი ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოხელოვნებისათვისრეპორტაჟულ გადაღებას "ფარული კამერით", ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (ე.წ. ჩვეულებრივიკამერით), ფოტოსურათების შექმნას. დოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბებამჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის "ლაიკის" შექმნასთან.
1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობითშესაძლებლობებს; პოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებული გამოსახულებანი:მგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენ სხვადასხვა საგანს, რომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენკვალს. ამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარეს ფოტოგრაფიას, რომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნებისმხატვრული ხერხების არსენალი.

1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნებახასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარების მრავალფეროვნებით.მხატვრულმა ფოტოგრაფიამ კი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა დაXX საუკუნის დასაწყისში ფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთგზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებულიადგილი დაიკავა. ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებით, რომელიცუშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებს, მხატვრული ფოტოგრაფია განაგრძობდაარსებობას, როგორც ფოტოშემოქმედების გარკვეული ფორმა. ნატურის ინტერპრეტაცია აქ ხდებახელოვნური გარემოს (ფოტოატელიე) ანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით(ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფიკა და ა.შ.). მხატვრულ ფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნებისმრავალფეროვანი მიმართულება, მათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.
ვითარდება აგრეთვე გამოყენებითი ფოტოხელოვნებაც. კომერციული მიზნები აქ ხშირადგადაჯაჭვებულია ჭეშმარიტად მხატვრულ შემოქმედებასთან.

1970-იან წლებში მეტად გაძლიერდა მხატვრული ხედვით ფოტოგრაფიულიფორმების გავლენა ფერწერასა და გრაფიკაზე.
წარმატებით ვითარდებოდა სტუდიური ფოტოგრაფიაც. საქართველოშიპირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველიქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ა.როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნასტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა. როინიშვილმა იმოგზაურასაქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი,სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურისმრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ა. როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველიერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა დახელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველიგრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ა. როინიშვილმა წლებისგანმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნაეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვისდა პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველიხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.

ა. როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი.ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ.ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.
80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდიპოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმაიმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალასმოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურადდა ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი)გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნისდამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმდროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდაგანყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორცზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერულითემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალურიჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტისფუნქცია.
50-იან წლებში პუბლიცისტიკას ცალკე დარგად გამოეყო ფოტოჟურნალისტიკა. ამ პერიოდშივეპრესის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა მხატვრული ფოტო
გრაფია. 1968 დააარსდა ფოტომოყვარულთა კლუბი "თბილისი", რომელმაც მოაწყოფოტომოყვარულთა რამდენიმე გამოფენა. თბილისსა და სხვა ქალაქებშისისტემატურად ეწყობოდა გამოფენა-ვერნისაჟები, რომელიც მნახველთასაყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. ამათგან აღსანიშნავიაფოტოგამოფენა "თბილისი და თბილისელები" (1968), სადაც ექსპონირებულიყო 40-მდე ავტორის 500-მდე ნამუშევარი.

XXს-ის IIნახ-ში ქართული ფოტოხელოვნება გამოირჩევა თემის მრავალფეროვნებით. ქართველფოტოხელოვანთაგან აღსანიშნავია გ. თიკანაძის (1932-63წწ.) მოღვაწეობა. მან პირველმა შესძლომიეღწია დოკუმენტურობისა და მხატვრობის თავისებური სინთეზისათვის. კონკრეტულისაკითხისადმი მიძღვნილი მისი ფოტონარკვევები სცილდებოდა ვიწრო თემატიკურ ჩარჩოს და იძენდათავისთავად მხატვრულ ღირებულებას.
მხატვრულ ფოტოგრაფიაში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ აგრეთვე: ბ. დადვაძე, ო. თურქია, მ.თათარაშვილი, ს. კილაძე, ზ. დათუაშვილი და სხვები. მათი ნახელავი არაერთხელ აღინიშნაპრიზებითა და ჯილდოებით საერთაშორისო გამოფენებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий