სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშები საქართველოში ენეოლითის ხანას გაეკუთვნება.ლითონმქანდაკებლის უძველესი ნიმუში, ლომის მინიატურული ოქროს ქანდაკება, აღმოჩენილიაკახეთში, ალაზნის ველის გორასამარხში. ძვ.წ. II ათასწლ. I ნახ. და შუა ხანებს განეკუთვნებათრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს ნივთები – ძვირფასი თვლებით შემკული თასი, ფიალა,ნაირგვარი სამკაული, ვერცხლის თასი და ვერცხლისვე საწყაო.
ანტიკური ეპოქის ოქრომჭედლობის ნიმუშთაგან ახალგორის, განძისა (ძვ.წ. VI – IVსს) და ვანის (ძვ.წ. V – IV სს) ნივთები., ვერცხლის ჭურჭელი, ქართული ოქრომჭედლობის მნიშვნელოვან ეტაპს –გვიანდელ ანტიკურ ეპოქას, - მიეკუთვნება: ძველი იბერიისა და კოლხეთის ცენტრებშიარქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს ნივთები, ძვირფასი ლითონისგანდამზადებული მხატვრული ნაწარმი, რომელთა ნაწილი ელინისტურ – რომაული და ირანულინიმუშების მიბაძვით არის დამზადებული:
არმაზის ხევის ვერცხლის ფიალაჭაბუკ ანტინოეს პორტრეტით; ბაგინეთის ვერცხლის ფიალა რომის იმპერატორმარკუს ავრელიუსის პორტრეტული მედალიონით; არმაზისხევის ვერცხლისფიალა პიტიახშ პაპაკის პორტრეტით; ვერცხლის პორტრეტი ირანის შაჰინშაჰისვარაჰრან II-ის, მისი მეუღლისა და უფლისწულის პორტრეტით;წინაფეოდალური ხანის ქართული ვერცხლის ნაკეთობათა ყველაზე გვიანდელინიმუშებია ურეკსა (ვერცხლის დიდი ლანგარი) და საჩხერეში, მოდინახეს ციხის ტერიტორიაზეაღმოჩენილი IV-ის დასაწყისის ნივთები. წინაფეოდალურ ხანაშივე მიეკუთვნება რელიეფურისკულპტურული ფიგურები (ძირითადად ცხოველთა) ქვაზე ამოქვეთილი პორტრეტები, ბრინჯაოსორიგინალური ბალთები. ვანის არქეოლოგიურ გათხრევის დროს გამოვლენილია არქიტექრუტასთანდაკავშირებული მონუმენტალური ქანდაკების ნიმუშები (ლომის თავები).

ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება IV საუკუნიდან, როდესაცქართლმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებულიშესაძლებელია თვალი გავადევნოთ ხყროთმოძღვრების განვითარების უწყვეტ
სურათს, დავადგინოთ ევოლუციის სტილისტიკური საფეხურები. ქრისტიანულსამყაროსთან დაკავშირებამ შემოიტანა ახალი თემატიკა – ეკლესია-მონასტრებისშენობები, მაგრამ საქართველოს არც აღმოსავლურ წყაროებთან გაუწყვეტიაკავშირი. ახალ ამოცანებს ქართული ხუროთმოძღვრება შეხვდა სამშენებლოხელოვნების დარგში მტკიცედ შემუშავებული ტრადიციებით, რასაც დიდიმნიშვნელობა ჰქონდა მისი მკაფიოდ გამოსახული ეროვნული სახისგამომუშავებისათვის. შუა საუკუნეების მთელი მონუმენტალური არქიტექტურაქვის არქიტექრუტაა. კედლების მოსაპირკეთებლად თლილი ქვა იხმარება, გადასახურავად –კარამები; არსებითი ელემენტია თაღოვანი კონსტრუქცია. აგურს კარგა ხანს მეორე ხარისხოვანიადგილი ეჭირა. მხოლოდ XVI-XVIII საუკუნეებში დაიმკვიდრა მან ადგილი უმთავრესად აღმოსავლეთსაქართველოში. სტილისტიკური და ეროვნული თავისებურება უკეთ მჟღავნდება საეკლესიოხუროთმოძღვრულ ძეგლებში, რომელმაც შუა საუკუნეების მანძილზე საქართველოში, ისევე როგორცსხვა ქვეყნებში, წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდათ. სამოქალაქო და თავდაცვითი შენობები უფროცუდადაა შენახული, სამეფო სასახლეთაგან კი თითო-ოროლა თუ შემორჩა, ისიც ნანგრევების სახით.აღსანიშნავია IV-VI საუკუნეების ფეოდალურად გამაგრებული ქალაქები – უჯარმა დაგანსაკუთრებით თბილისი, რომლის ციხეც პირველად იხსენიება IV საუკუნის მოვლენებთანდაკავშირებით. ციხე-ქალაქთა მშენებლობის შესახებ მოღწეულია წერილობითი ცნობები (მაგ: ლიხნისშერვაშიძეთა სასახლე, ვახტანგ გოგრასლის მიერ არტანუჯის აშენება და სხვა). პირველი ე
კლესიააშენდა IV საუკუნის 30-იან წლებში, დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას.მატიანეთა მიხედვით მირიანისა და მისი მემკვიდრის დროს (IVს.) ეკლესიებიაუშენებიათ ერუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა დათურანისის ცეხეში. დრემდე მოღწეულთაგან უძველესად ითვლება IVსაუკუნის მცირე სამლოცველო ნეკრესის მონასტერში. პირველ საეკლესიოშენობებში ჩანს ერთგვარი ჭიდილი ადგილობრივ ტრადიციებსა და გარედანშემოტანილ ფორმებს შორის. უძველესი ქართული ბაზილიკები მცირე ზომისაა და მხოლოდგარეგნულად ჰგავს ბაზილიკას. პირველი ნამდვილი ბაზილიკა, სიდიდითაც და მხატვრულითვალსაზრისითაც არის ბოლნისის სიონი (478-493). ბაზილიკის მნიშვნელოვანი მინუშია თბილისისანჩისხატი, ურბნისის, ურიათურბნისა და სხვა ეკლესიები. VI საუკუნიდან უმთავრესი მნიშვნელობამოიპოვა გუმბათოვანმა ეკლესიებმა. ქართული ეკლესიის ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშაკვადრატი, რომლის გარშემო განლაგებული ოთხი მკლავი ქმნის ჯვრის ფორმას. გარედან ჯვარიზოგჯერ სწორკუთხედშია ჩასმული (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი, იყალთო) ზოგჯერგამომჟღავნებულია სწორკუთხა მკლავების სახით (შიომღვიმის ძველი ეკლესია VIს-ის, სამწევრისიVIIს-ის), ზოგჯერ რვა წახნაგშია ჩასმული (მანგლისის ეკლესია თავდაპირველი სახით Vს.ურიათუბნის დავითიანი VIს.). ამ ეკლესიებში შიგნით მხოლოდ აღმოსავლეთ მკლავს აქვსნახევარწრიული აფსიდი, სხვა მკლავები კი სწორკუთხაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვატეტრაკონქის (ოთხაფსიდიანი ეკლესია) თემამ: ძველი გავაზი, VIს. (სადაც იგი უმარტივესი ფორმითააწარმოდგენილი), ნინოწმინდის კათედრალი VIს. (ჯვრის მკლავებს შორის, დიაგონალზე, ჩამატებულიათითო სათავსი), მცხეთის ჯვარი და მისი ტიპის ძეგლები: ატენ
ის სიონი, ძველიშუამთის დიდი ეკლესია. მცხეთის ჯვრის ტიპი – ტეტრაკონქი კუთხისოთახებით – შემუშავდა საქართველოში; მისი პარალელები მოიძებნებამხოლოდ სომხეთში. ასევე ამ ორ ქვეყანაშია შექმნილი გუმბათოვანი ეკლესიისკიდევ ერთი სახეობა – მრგვალი გარსშემოსავლებით გარშემორტყმულიტეტრაკონქი (იშხნისა და ბანის კათედრალები ტაოში VIIს.). VII საუკუნის 20-30-იან წლენში აშენდაახალი ტიპის ეკლესია – წრომის ტაძარი, რომელიც ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისშემდგომი განვითარების მომასწავლებელი იყო. ერ არის წაგრძელებული ეკლესია, რომელსაც აქვსერთადერთი (საკურთხევლის) აფსიდი და სამი სწორკუთხა მკლავი, გუმბათი ეყრდნობა ოთხთავისუფლად მდგომარე ბოძს (ყველა ადრინდელ ეკლესიაში კედლებს ეყრდნობოდა), ეკლესიისმასები სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. პირველად აქ არის გამოყენებული ჩამოყალიბებული სახითაღმოსავლეთის ფასადის სამკუთხა ნიშანი, რომლების უფრო გვიან ქართულ გუმბათოვანი ეკლესიისაუცილებელ ატრიბუტად იქცა. წრომის ტაძარი ერთ-ერთი ადრინდელი დასრულებული ნიმუშიასაქრისტიანო სამყაროსი გავრცელებული ე.წ. "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიისა.



VI საუკუნის დასასრული და VII საუკუნის I ნახევარი შუა საუკუნეების ქართულიხურ
ოთმოძღვრების პირველი აყვავებული ხანაა. ამ პერიოდის ძეგლები სრულიმხატვრული სიმწიფით გამოირჩევა და იმ დროინდელი მსოფლიოსხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება. მკაფიოდ არისგამოკვეთილი სტილური ნიშნები – ეს მკაცრი, კლასიკური სტილისარქიტექტურაა, ნათელი ტექტონიკით, დინჯი დახვეწილი პროპორციებით,გაწონასწორებული, სიმეტრიული კომპოზიციებით, სადაც ნათლად არის დასახული (იმ დროინდელიბიზანტიის ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებით) ფასადის მხატვრულ გააზრების ამოცანა;ფასადთან მორთულობას დაქვემდებარებული მნიშვნელონა აქვს, მაგრამ გარკვეული ადგილიეთმობა სკულპტურულ რელიეფებს, რომლებიც მხატვრული მახვილის როლს ასრულებენ.

ქართულ ხუროთმოძღვრებაში VII საუკუნის II სახევარი – X საუკუნის I ნახევარი მიჩნეულიაგარდამავალ ხანად. ხუროთმოძღვრება ამ დროს ვითარდებოდა ცალკეულ ქართულსამეფო-სამთავროებში: აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, კახეთში, ქართლში. დამახასიათებელიაფორმათა და თემთა სიმრავლე და სიჭრელე, შემოქმედბითი ძიება. თანდათან შემუშავდა ახალიცხოველხატული სტილი, ჩამოყალიბდა საეკლესიო შენობების ახალი ტიპები. ამ ხანას მიეკუთნებაფეოდალური სასახლეები კახეთში (ნეკრესის მონასტერში, ვაჩნაძიანსა და ვანთაში) – გრძელ
იოთხკუთხა ორსართულიანი შენობები (ქვედა სართული დამხმარესადგომებისათვის, ზედა საცხოვრებელი და საზეიმო), რომლებშიცგამოყენებულია ოთახების ანფილადური განლაგების წესი. სამონასტრომშენებლობა ფართოდ გაიშალა კახეთსა და ტაო-კლარჯეთში, სადაც VIII-IXსს.მიჯნიდან სამონასტრო მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ხანძთელი.მომდევნო ხანაში აქ აიგო მრავლი მნიშვნელოვანი სამონასტრო ანსამბლი,რომლებშიც ეკლესიების გარდა სახცოვრებელი და სამეურნეო შენობები, სატრაპეზოები დასემინარიებიც შედიოდა (ოპიზა, ხანძთა, შატბერდი, მიძნაძორი. შემედეგ ოთხთა ეკლესია, პარხალი,ოშკი, ხახული, ვაჩეძორი და მრავალი სხვა). ამ დრიოს საეკლესიო ნაგებობათაგანუმნიშვნელოვანებია: სამშვილდის (759-777წწ), ყანჩაეთის (VIII-IXსს) ეკლესიები ქართლში;გურჯაანისა (VIIIს.) და ვაჩნაძიანი (VIII-IX სს.); ყველაწმინდის ეკლესიები, აკურის ეკლესია (IXს.)კახეთში; ბიჭვინთისა და მოქვის კათედრალები აფხაზეთში; ხანძთის, ოპიზის (აღდგენილია Xს-ში) დასხვა ტაძრები.

სახვითი ხელოვნების განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგიწყება. განსაკუთრებით დაწინაურდა მონუმენტალური ფერწერა, ლითონის პლასტიკურიდამუშავება, მინიატურული ფერწერა, რელიეფური ქანდაკება და სხვა.

მონუმენტალური ფერწერის ძეგლები საქართველოში ადრინდელიქრისტიანული ხანიდან არის ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულთაგან უძველესიაიატაკის მოზაიკები ბიჭვინთის (ძვ. პიტიუნტი) ბაზილიკისა (IV-Vსს.) და შუხუთისაბანოში (V-VIსს, დასავლეთ საქართველო). ეს ძეგლები ზოგიერთი ნიშნითენათესავება წინა აღმოსავლეთის ელინიზებულ ადრინდელურ ქრისტიანულხელოვნებას, მაგრამ ცალკეული მოტივები და ქართული მასალის გამოყენებამიუთითებს, რომ არსებობდა ადგილობრივი სამხატვრო სახელოსნოები. მოზაიკითეკლესიების კედლებსაც ამკობდნენ, რასაც მოწმობს სმალტის ნაშთები მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის(VIს.) საკურთხევლის კონქში.
გარდამავალ პერიოდში (VIII-IXსს.) ძირითადი ადგილი ფრესკამ დაიკავა. მიმდინარეობდა ანტიკურიმხატვრული მემკვიდრეობის ძირეული გადამუშავება ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე.ფორმა სიბრტყობრივად არის გააზრებული, ძირითადი მნიშვნელობა მიენიჭაორნამენტულ-დეკორატიულ ხასიათის ნახატს (თელოვანი VIII-IX; არმაზი 864; ნესგუნი IX-Xსს;დავითგარეჯის მოხატულებანი – საბერეები IX-Xსს; დოდოს მონასტერი IXს.).
ადრიე ქრისტიანულ ხანაში ფართოდ იყენებდნენ ლითონის მხატვრულ დამუშავებას. შეიქმნაახალი ხანის საკულტო ძეგლები – ხატები, ჯვრები, სახარების ყდები და სხვა.
შუა საუკუნეების ქართულ ჭედურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭაკომპოზიციის დეკორატიულ გადაწყვეტას (მესტიის აჟურულმკლავებიანი სამწერობელი, არაუგვიანეს IXს, მარტვილის მონასტრის ენკოლპიუმი VIII-IVსს.). ამ პერიოდისათვის დამახასიათებელიდეკორატიულობის და კომპოზიციის მონუმენტურ-დეკორატიული გადაწყვეტის საუკეთესო ნიმუშიაზარზმის ფერისცვალების ხატი (886წ.), მარტვილის მონასტრის მეორე ენკოლპიუმი (IX-Xსს.).

ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აგრეთვექართულმა მინიატურულმა ფერწერამ, რომლის მხატვრული თავისებურებებიხალხურმა დეკორატიულმა ხელოვნებამ და გარედან ნაკარნახევმა მზასიუჟეტურმა კომპოზიციამ განსაზღვრა.
ხელნაწერთა დეკორატიული მორთულობის სისტემა ჩამოყალიბდა ქართულიკულტურის ცენტრებში: ტაო-კლარჯეთში და დავითგარეჯის სამონასტროკომპლექსში, უფრო დვიან კი გელათსა და იყალთოს მონასტრებთან არსებულაკადემიაში; ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერებში – პალესტინაში, სირიაში, მცირე აზიასადა სხვა. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი და მნიშვნელოვანი დასურათებულიხელნაწერებია: ადიშისა (897წ.) და ჯრუჭის I (ტექსტი 936, მინიატურები 940) ოთხთავები.
საქართველოში ადრინდელი ქრისტიანული ხანიდან ფართოდ გავრცელდა ქვის რელიეფურიქანდაკება. ქრისტიანულ ტაძრების დეკორში Vს-დან მოყოლებული ორნამენტული კვეთის გვერდითგარკვეული ადგილი ეთმობოდა რელიეფებს. ზოგიერთი მოტივი წინა აღმოსავლეთის ადრინდელურქრისტიანულ ხელოვნებას ენათესავება (მაგ: ფარშავანგები ჯვრის ორივე მხარეს – მკვდრეთითაღდგომის სიმბოლო, ირმები – მორწმუნე ადამიანის სიმბოლო), მაგრამ მათ გვერდით გვხვდებაადგილობრივ-წარმართულ კულტურასთან დგაკავშირებული მხატვრული სახეებიც (ხარის თავებისსკულპტურული გამოსახულებანი ბოლნისის სიონსა და სვეტიცხოველში, Vს). წმინდა ქრისტიანულითემებიდან ძლიერ პოპულერული იყო ჯვრის (ქრისტეს) ამაღლება და ღვთისმშობლის განდიდება. V-VIსს-ში ქართულ არქიტექტურაში ფასადური დეკორი მხატვრული ძიების სტადიაში იყო და ამიტომაცფიგურულ რელიეფს უმთავრესად შინაგანი სივრცის გაფორმებისათვის იყენებდნენ.

X საუკუნის ბოლო ათეული წლები – XIII-XIV საუკუნეების მიჯნა შუა საუკუნისქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანაა, რომელიც უმეტესადემთხვევა ქვეყნის გ0აერთიანებისათვის ბრძოლის ბოლო ეტაპებსა დაგაერთიანებული სახელმწიფოს ძლერების ხანას. წერილობითი წყაროებისა დაშემორჩენილი ნაგებობების მიხედვით ჩანს, რომ ინტენსიური მშენებლობაგაჩაღდა ქალაქებში: გორში, თბილისში, ქუთაისში, დმანისში, სამშვილდეში;შენდებოდა ხიდები, არხები, წყალსადენები, აბანოები, ქარვასლები,საავადმყოფოები, გზები, სამეფო სასახლეები და სხვა. ფართოდ გაიშალა თავდაცვითი მშენებლობა –ციხე-სიმაგრეები იცავდა უმთავრეს ცენტრებს, მთავარ გზებს (ხერთვისი, ოქროსციხე, თმოგვი,აწყური და სხვა). ხუროთმოძღვრების განვითარებას ახლაც შეიძლება მივადევნოთ თვალისაეკლესიო შენობების მიხედვით. X საუკუნის ბოლო ათეულ წლებსა და XI საუკუნეშია აგებულისაქართველოს ყველაზე დიდი საეპისკოპოსო ტაძრები, რომელთაც ზოგადეროვნული ძეგლებისმნიშვნელობა ჰქონდათ. უმთავრესი ადგილი უჭირავს გეგმით წაგრძელებული გუმბათოვანი ტაძრისტიპს, რომლის მასებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნიან. მკლავების გადაკვეთის ადგილასაღმართულია მაღალყელიანი გუმბათი, რომელიც ოთხ ბოძს (XI საუკუნის შუა წლების შემდეგ ორბოძსა და საკურთხევლის კედელთა კუთხეებს) ეყრდნობოდა. X საუკუნის ბილოსა და XI საუკუნისდასაწყისში გავრცელებული ტრიკონქის ტიპი (ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, ოშკი) შემდეგ ხანაშიგაქრა. აღმოსავლეთ მხარეს გვხვდება (უფრო იშვიათად, უმეტესად დასავლეთ საქართველოში)გამოშვერილი მრავალწახნაგა აფსიდები. პროპორციები წინანდელთან შედარებით ბევრად უფროაზიდულია, დამახასიათებელია ცხოველხატულობა, დინამიკურობა, რაც ვლინდება შენობათამასებშიც და ფასადთა მორთულობაშიც, რომელიც ამიერიდან არსებით როლს თამაშობს. შიგნითკედლები და კერები ერთიანად მოხატულია, ქვაზე ნაკვეთი ორნამენტი გვიჩვენებს ევოლუციასმსუბუქი, თითქოს გრაფიკულ ჩუქურთმიდან ღრმად ნაკვეთ, პლასტიკურ ჩუქურთმამდე. ეპოქისუმთავრესი ძეგლებია: ოშკის (Xს-ის 60-70 წწ), ხახულის (Xს. II ნახ.), იშხნის (დასრულებული სახით Xს Iნახ.), ალავერდი (XIს-ის I მეოთხედი), სამთავისი (1030წ), ნოკორწმინდა (1010-1014წწ.), გუდარეხი (1222-1245), თბილისის მეტეხი (1278-1289წწ.) და სხვა; გიორგი III და თამარის მეფობის დროს შექმნილიავარძიის კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული მონასტერი. მეორე აყვავების ხანაში გაიზარდა დაგანვითარდა დავითგარეჯის მონასტერიც.

სვანეთში ჩვენ დრომდე მოაღწია სხვადასხვა მხატვრული დონისმოხატულობებმა – მათ შორის პრიმიტიულმა, ხალხური ხასიათის ფრესკებმა დაკვალიფიციური ოსტატების მიერ შექმნილმა მაღალმატვრულმა ნაწარმოებებმა.
ძლიერ გავრცელებული იყო მთავარანგელოზთა და მეომერ წმინდანთა,პირველ რიგში, წმინდა გიორგის კულტი. აღსანიშნავია თეოდორე მეფისმხატვრის (იფარის 1096, ლაგურკის 1112წ, ნაკიფარის 1130წ ეკლესიები) მიქაელმაღლაკელის მაცხვარიშის ეკლესის 1140 წლის მოხატულობანი. სვანეთშიფართოდ არის გავრცებული ეკლესიის ფასადების მოხატვა, ჩვეულებრივ მათ არამკობენ ქვაზე კვეთილი დეკორით.
საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქართული კულტურა განვითარდა და უფრო ინტენსიურიგახდა (ატენის სიონი, XIს). ტაძრების მოზაიკით შემკობის ტრადიცია ეპოქაშიც გაგრძელდა(მარტვილი, მოქვი, ვარძია, იყალთო, ალავერდი, გელათის დიდი ტაძრის საკურთხევლის კონქი).
XIV საუკუნის ტრადიციები განაგრძო XVსაუკუნის ფერწერამ: ბედია, ხობი, ნაბახტაევი და სხვა. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ხელახლა მოხატეს ალავერდის კათედრალი. ზემო სვანეთში შემონახულიაკომპოზიციურად საერთო შინაარსის მქონე მხატვრობის ნიმუშები (ლაშთხვერისა და ჩაუშისეკლესიების ფასადებზე).
X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში აღსანიშნავია ჭედური ხელოვნების ნიმუშები, მათრიცხვს მიეკუთვნება: ბესიის ოქროს ბარძიმი, ორი წმინდა მეომრის – გიორგისა და თეოდორეს - ხატიმრავალძალიდან, წმინდა გიორგის ხატი – საკაოდან და სხვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ხატები,ჯვრები, სიუჟეტური კომპოზიციებით მოჭედილი ცალკეული ფირფიტები და სხვა გარშემოვლებულიაორნამენტული ჩარჩოებით.
დიდი გემოვნებითა და ოსტატობითაა შესრულებული XI ს-ის დასაწყისში ლაკლაკიძეების ჭედურიხატის ჩარჩოზე წმინდა წერილის ცნებები, მარტვილის საწინამძღვრო ჯვარი (XIს. I ნახ.), ნაკიფარისადა მესტიის წმინდა გიორგის ხატები, იელის მაცხოვრის ხატი, ლაგურკის ეკლესიის წმინდა კვირიკესხატები და მესტიის, კაცხის, სვავისა და ხარაგაულის ეკლესიების დიდი საკურთხევლის წინამდებარეჯვარი. ამ ეპოქის დამაგვირგვინებელი ნიმუშია ტონდო, რომელზედაც გამოსახულია წმინდა მამა,გლუვი ფონიდან მაღალი რელიეფის ამოზიდული ლომისა და მასზე მჯდომარე წმინდანისგამოსახულება წარმოგვიდგება თითქოს როგორც მრავალი ქანდაკება.
X საუკუნის ბოლოდან სკულპტურამ ადგილი დაუთმო ნაწარმოების დეკორატიულ გადაწყვეტასკომპოზიციაში. მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა ორნამენტულ დეკორს თავისი რთული დამრავალფეროვანი მოტივებით; XII ს-ში წინა პლანზე აყენებდნენ ნაწარმოების დეკორატიულ მხარეს.დიდი რაოდენობით იყენებდნენ მინანქარს, ძვირფას თვლებს, მარგალიტს და სხვა. ფერადოვანმახვილებს (ხახულის ღვთისმშობლის ხატი XIIს. I ნახ.).



XII საუკუნის II ნახევრის ოსტატები კვლავ გამოსახავდნენადამიანის ფიგურას. ბერთისა (ბეშქენ ოპიზარის ნამუშევარი) დაწყაროსთავის სახარების ყდის სიუჟეტურ კომპოზიციებსა და ანჩისხატის ჩარჩოზე (ბექა ოპიზარის ნამუშევარი) ადამიანის ფიგურები,ისევე როგორც ორნამენტი, ტექნიკურად დიდი ოსტატობითააშესრულებული, მაგრამ პლასტიკური გადაწყვეტის მხრივ მხოლოდწინა ეპოქის მიღწევათა განმეორება-მიბაძვაა.
XIII-XIV სს-ში საქართველოში მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა შეაფერხა ჭედურიხელოვნების შემდგომი განვითარება; ამ პერიოდის მხატვრული შემოქმედება მხოლოდ აგრძელებს XIსაუკუნის მიღწევებსა და მხატვრულ გადაწყვეტას. ამ დროს ფართოდ გავცელდა განთქმულიხატების ხელმეორედ შემკობა. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხის ათაბაგის დაკვეთით შესრულდაანჩის ხატის ბუდე. XV საუკუნეში გახშირდა ხატების მთლიანად შტამპური ტექნიკით შესრულება.
X-XI საუკუნეში საქართველოს საკულტო არქიტექტურაში ჩამოყალიბდა ფასადების დეკორატიულიგაფორმების ერთიანი მხატვრულად დასრულებული სისტემა, რაც აისახა ნიკორწმინდის ტაძრისრელიეფში (1010-14წწ.). აქ სხვადასხვა კომპოზიცია (ქრისტეს მეორედ მოსვლა, ფერიცვალება, ჯვრისამაღლება და სხვა) შინაარსობრივი და მხატვრული გადაწყვეტით ერთმანეთს ეხმაურება და ერთადაღებული – ქრისტიანული რელიგიის ზოგადი იდეის – ქრისტეს დიდების გადმოცემას ემსახურება.ფასადების მონუმენტალურ-დეკორატიული ქანდაკების განვითარების შემდგომი ეტაპია კაცხის,სცეტიცხოვლის, სამთავისის ტაძრის რელიეფები (XI ს-ის I ნახ.).
X-XI საუკუნეებში განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია აგრეთვე ფორმის ქანდაკებამ,სახელდობრ, კანკელთა რელიეფებმა. კანკელის ზღუდე ინტერიერში იდგმებოდა და საკურთხეველსეკლესიის სივრცისგან გამოყოფდა. საფარის, ურთხვის, შიომღვიმის ეკლესიების კანკელთარელიეფები გამოირჩევა დახვეწილი პლასტიკური დამუშავებით, მათში მოჩანს მისწრაფება რთულისიუჟეტური კომპოზიციების ასახვისაკენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შიომღვიმისკანკელზე წარმოდგენილი კომპოზიცია მონასტრის დამაარსებლის შიო მღვიმელის (VIს)ცხოვრებიდან.
ქართული ქანდაკების დიდებული ძეგლებია აგრეთვე ხეზე კვეთის მაღალმხატვრული ნიმუშები,რომელთა დეკორატიული მორთულობა, ორნამენტულ მოტივებთან ერთად, ფიგურულ რელიეფსაცშეიცავს. ქართველი ოსტატები სხვადასხვა მასალის დამუშავების ტექნიკის ხერხებსაც ფლობდნენ,ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქანდაკებები, მაგ: წმინდა გიორგის მარმარილოს ხატი ვანიდან,სპილოს ძვლის ტრიპტიკონი რაჭიდან.

შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრის ისტორია მოიცავს პერიოდს – VIII-IX საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით და რამდენიმე მოგვიანო ხანასაც.ქართულმა მინანქარმა X-XIII საუკუნეებში დიდი შემოქმედებითი აღმავლობაგანიცადა. მისი თავისებურება გამოვლინდა როგორც კოლორიტში, ასევე ტიხრებისსისიტემაში, ხაზის ხასიათში, გარკვეულ ემოციურობაში, ზოგჯერ ტიპაჟშიც.ქართული მინანქრის დამახასიათებელი ნიშნები, ერთის მხრივ, განასხვავებს მასბიზანტიურისაგან, მეორე მხრივ კი აკავშირებს ქართული ხელოვნების სხვადარგების ძეგლებთან – მონუმენტური ფერწერისა და ჭედურობის ნიმუშებთან. ქართულიმინანქრისათვის იყენებენ უმაღლესი სინჯის ოქროს ან ოქროსა და ვერცხლის შენადნობს. მასამკონდნენ ქართული (ასომთავრული) და ბერძნული წარწერებით.
ქართული მინანქრული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია: მარტვილის ენკოლპიუმი,რომელზედაც გამოსახულია "ვედრება" (VIII-IXსს), ე.წ. კვირიკეს გულსაკიდი და ჯვარი (Xს), "ჯვარცმის" ხატი გიორგი აფხაზთა მეფის წარწერით (Xს), გელათის მაცხოვრის ხატის ჩარჩო (XIIIს),ფირფიტა "მირქმის" და "სულიწმინდის მიფენით" კომპოზიციებით (XII-XIIIსს) და სხვა.
XI-XII საუკუნეებში საქართველოში ვითარდება მინიატურული ხელოვნება. ბერძენ ოსტატთა მიერან მათი მინაწილეობით შემკული ქართული ხელნაწერების გვერდით (ტბეთის სახარება, 995წ.გელათის სახარება XIIს, ვანის სახარება XII საუკუნის დასასრული და XIII საუკნის დასაწყისი) გვაქვსქართველ მხატვრების მიერ ბრწყინვალე ოსტატობით შესრულებული მინიატირები, რომლებიცმხატვრული დონით არ ჩამოუვარდებოდნენ ბერძნულს. ეს მხატვრები თავისუფლად ფლობდნენბერძნული მინიატურების მრავალშრიანი წერის რთულ ტექნიკას (ალავერდის ოთხთავი, 1054წ,ზატიკის XII საუკუნის I ნახ.). განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯრუჭის მეორე ოთხთავის მინიარუტები– შუა საუკუნეების ქრისტიანული ფერწერის ყველაზე ადრინდელი უნუკალური ძეგლი რომელშიცმკაფიად გამოვლინდა ინტერესი მოცულობის, სივრცისა და ემოციური გამომხატველობისპრობლემისადმი.
XIVს მინიატურაში გამოვლენილი პალეოლოგური სტილის ნიშნები – ფორმათა ცხოველხატურიდამუშავება (მოქვის სახარება, 1300) ახალი ტანდენციების მაჩვენებელია, მაგრამ ამავე დროსგარკვეულ ფარგლებში სტილის მკაფიოდ გამოხატული თვითმყოფადობის დაკარგვასაც
მოწმობს.თუმცა ნიმუშები (ლარგვისის ზატიკი, XIX – XVსს) პალეოლოგთა სტილიტრანსფორმირებულია, გამარტივებულია ხაზობრივ-გრაფიკული ხერხებით.

XVს ხუროთმოძღვრებაში ძირითადად აღადგენდნენ თემურ-ლენგის შემოსევათადროს დაქცეულ საცხოვრებელ, სამეურნეო შენობებსა და ეკლესიებს (სვეტიცხოვლისაღდგენა ალექსანდრე I-ის მიერ). XVI-XVIII სს-ში მშენებლობა მიმდინარეობდა უკვეფეოდალურად დაქუცმაცებულ ქვეყანაში. ამით აიხსნება ბევრი ახალი ფეოდალურირეზიდენციისა და მათთან დაკავშირებული ეკლესიების აგება. თბილისის გარდაინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა ახალ საქალაქო ცენტრებში (თელავი, გრემი),აშენებდნენ ახალ ციხე-სიმაგრეებს (ანანური XVIIს, ქსნის ციხე XVI- XVIIIსს; ქოლაგირის ციხეXVIIIსაუკუნის დასასრული) და აახლებდნენ ძველებს; აგებდნენ ხიდებს, ფეოდალურ სასახლებს.საეკლესიო არქიტექტურაში, გარდა გუმბათოვანი ტაძრის ტრადიციული ტიპისა, მკაფიოდ გამოჩნდადიდი ხნის მივიწყებული ტიპებიც (მაგ: "თავისუფალი ჯვრის" ტიპი). გაღრმავდა XIII-XIV სს მიჯნაზეგამომჟღავნებული სტილისტიკური ნიშნები. აღმოსავლეთ საქართველოში საეკლესიო,განსაკუთრებით სასახლეთა შენობებში შესამჩნევია ირანული არქიტექტურის გავლენა. უმთავრესიძეგლებია: ბატონის ციხე (XVII-XVIIIსს) თელავში, ანანურის ანსამბლი (ციხის შიგნით XVII საუკუნისორგუმბათოვანი ეკლესია) არაგვის ხეობაში, ჭადიჯვრის ეკლესია ქართლში (1668წ), ახალი შუამთის,გრემის, ჭიკაანის და სხვა ეკლესიები კახეთში (XVIს), ბარაკონის ეკლესია რაჭაში (1753), თბილისისსიონი (რესტავრირებულია 1710წ, ვახტანგ VI-ის დროს), ნინოწმინდისა (XVIს) და თბილისისანჩისხატის (1675წ) სამრეკლოები, მრავალრიცხოვანი კოშკები, უმეტესად ქართლსა და კახეტში, ე.წ.გალავნები, რომლებშიც იხიზნებოდა კახეთის მოსახლეობა ლეკიანობის დროს.
განსაკუთრებით მრავალფეროვანია ხალხური ხუროთმოძღვრება, რაც აიხსნება საქართველოსგანსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონით,სხავადასხვა კუთხეში. აღმოსავლეთ საქართველოსა და მთიანი საქართველოსთვისდამახასიათებელია რელიეფთან შეთანხმებული კომპაქტური განაშენიანება; მთიან რაიონებშიგლეხის სახლი ასრულებდა საცხოვრებო, სამეურნეო და თავდაცვით ფუნქციას; შემუშავდაციხე-სახლის ტი
პები: სვანეთში, ხევსურეთში, ფშავსა და ხევში საცხოვრებელკომპლექსში ხშირად შედის კვადრატული ქვის კოშკი. ძველი სვანეთის პიეზაჟისერთი ძირითადი ნიშანი იყო მრავალკოშკიანი სოფლები. ხევსურეთში შემორჩენილიაერთიანი გამაგრებული სოფელი შატილი. ქართლსა და მესხეთში (სოფლებშიც დაქალაქებშიც – თბილისში, ახალციხეში) ძველთაგანვე გავრცელებული იყო დარბაზისტიპის საცხოვრებილი, რომლის პროტოტიპიც აღწერა ვიტრუვიუსმა. დასავლეთსაქართველოს დაბლობ რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსი ცალკეულიშენობებისაგან შედგებოდა - საცხოვრებო ბინა ცალკე და შენობა სამეურნეოდანიშნულებისათვის (სასიმინდე, საქათმე, სამზარეულო და სხვა). გავრცელებული იყო ოდა სახლისტიპი, რომელიც თავისი ფუნქციური მიზანშეწონილობის წყალობით ყველაზე სიცოცხლისუნარიანიგამოდგა. ქართველი გლეხის საცხოვრებელი სახლი მაღალი ხელოვნების ნიმუშია და განვითარებულესთეტიკურ გემოვნებას მოწმობს. დარბაზის განმსაზღვრელი ელემენტებია გვირგვინი (ხისსაფეხურებიანი გადახურვა, რომელიც გუმბათისებრ სივრცეს ქმნის და ზემოთ დატანებული აქვსსარკმელი შუქისათვის და შუა ცეცხლის კვამლის გასასვლელად) და ხის დედაბოძი, რომელიცკვეთილი ორნამენტით იყო შემკული. დარბაზის ტიპის შემადგენელი ელემენტია მხატვრულადდამუშავებული ბუხრები. მხატვრულად არის დამუშავებული აგრეთვე სვანური სახლების მაჩუბები,დასავლეთ საქართველოს ოდა სახლის შიდა კედლები, ბუხრები, ხის აივნების მოაჯირები,საინტერესოა აგრეთვე ხის ავეჯი, რომლის ნიმუშები ბოლო დრომდე უმეტესად საქართველოსმთიანეთმა შემოგვინახა.

XVIს. II ნახევარში მხატვრობის მრავალი ძეგლები შეიქმნა სამთავროს, ნეკრესის, გრემის, ახალიშუამთის, სამების, მაწილობრივ ალავერდისა და სხვა ტაძრებში. ზოგიერთ მათგანში ჯერ კიდევ ჩანსგვიანდელი პალეოლოგური ფერწერის ტრადიციები.
ხალხური ხელოვნების ნიმუშები – აღქმის უშუალობა და გამომხატველობა უფრო მატად მცირეზომის რიგითი ეკლესიების კედლების მხატვრობაშია შემონახული, მაგრამ შემოქმედებითი ძალებისნაკლებობის გამო აუცილებელი გახდა უცხოელი მხატვრის მოწვევა. მოიწვიეს ბერძნები (გრემი,ნეკრესი), აგრეთვე მოსკოველი მხატვრებიც, რომლების საქართველოში ჩამოვიდნენ XVI საუკუნისბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევით (სამთავრო, სამება,ალავერდი).
ინტენსიურად მიმდინარეობდა ეკლესიების მოხატვა. XVII საუკუნეში მოიხატა ხობის, ხონის,გელათის, წალენჯიხის, მარტვილის, ნიკორწმინდის, ერკეთისა და სხვა ეკლესიები დასავლეთსაქართველოში. მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავისი, ბოლნისი და სხვა –ქართ
ლში. 1643 წელს ქართველმა და ბერძენმა ოსტატებმა განაახლესიერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მოხატულობა, რომელიცშეიცავდა საქართველოს მრავალი ისტორიული მოღვაწის პორტრეტს, მათშორის შოთა რუსთველისაც.

XVI საუკუნიდან აღმავლობა განიცადა ქართულმა ოქრომჭედლობამ, რომლისაღორძინებასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მამნე ოქრიმჭედლის (XVIს-ისდასაწყისი) შემოქმედებამ (სადგერისა და ბარაკონის საკურთხევლის წინამდებარე ჯვრები,შემოქმედის ტრიპტიქონი). XVI საუკუნის ძეგლები დიდი სიმრავლით გამოირჩევა; ამ დროსშეინიშნება სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობანი, ჩვდება ახალი, მანამდე სრულიად უცნობითემები და მოტივები, ახალი მხატვრული ხერხები. ხატებზე გამოსახავდნენ ხატის დამკვეთთარელიეფურ ფიგურებს (ისტორიული პირები, ერის კაცნი თუ ეკლესიის მესვეურნი). XVI საუკუნისქართული ხატებიდან რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა (ორნამენტის მიხედვით), მათგან ორნამენტისსრულიად ახლებული ტექნიკური დამუშავებით (ჭედურობისა და გრავირების ნაცვლად ორნამენტიამოკვეთილია, ამოჭრილია ლითონზე) მკვეთრად გამოირჩევა კახეთში დამზადებული ოქროს ხატებისგჯუფი: (ათი ხატი) შუამთის "ღვთისმშობელი", ალავერდის "მაცხოვარი", თელავის "ვედრება" დასხვა.
XVII საუკუნე ისევე როგორც XVI საუკუნის ზოგი ჭედური ძეგლების კომპოზიცია ადრინდელინიმუშებითაა შთაგონებული (მაგ: ცაიშისა და მარტვილის "თორმეტი დღესასწაულის ხატები"),მაგრამ შეიქმნა ისეთი ნაწარმოებებიც, რომლებშიც შეინიშნება უცხოური გავლენა. უკვე XVIსაუკუნის II ნახევარში რამდენიმე ხატი მიუთითებს ქართული ოქრომჭედლობის გარკვეულ კავშირზესპარსულ სამყაროსთან (კახეთის ხატების ორნამენტის ტექნიკა და თვით ორნამენტული ნახატიც). XVII საუკუნეში ქართულ ჭედურობაში თავი იჩინა "ევროპეიზმის" ელემენტებმა (ანჩის ხატისკარედის გარეთა მოჭედილობის "სერობის" კომპოზიციის იკონოგრაფია, ამავე ხატისარქიტექტურული მოტივი "ურწმუნო თომას" სცენიდან), რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა XVIIIსაუკუნეში, რუსეთთან საქართველოს დაკავშირების შემდეგ. ამ დროს შეინიშნება თვით რუსეთისხელოვნების კვალიც. XVIII საუკუნის საქართველოში შეიქმნა ქართული ძეგლების დიდი ჯგუფი,რომელიც მთლიანად ევროპულ ტრადიციებზე აღმოცენდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველიქართული ჭედური ხელოვნება ძირითადად უწყვეტ ხაზს აგრძელებს.

ისტორიული ვითარების შემდეგ XV-XVII საუკუნეებში საქართველო ირანისა დათურქეთის კულტურულ-პოლიტიკური ზეგავლენის სფეროში მოექცა. ამ პერიოდისმინიატურულ მხატვრობაში შეინიშნება ორი მიმართულება: რელიგიურიშინაარსის ხელნაწერებისათვის დამახასიათებელია ორიენტაცია ჩვეულტრადიციებზე, რომელთაც განსაზღვრავს ე.წ. პოსტბიზანტიური სტილისთავისებურებანი (ანჩის ხატის გულანი 1681წ), ისლამური ხელოვნებისგაძლიერების პირობებში ეს ორიენტაცია ეროვნული კულტურის განმტკიცებისხასიათს ატარებდა. საერთო შინაარსის მინიატურები, პირიქით, ირანულიხელოვნების აქტიური გავლენის მაჩვენებელია, მაგრამ მათ შორისაც გამოიყოფა მინიატურებისჯგუფი, რომლებშიც ჩანს ადგილობრივი მხატვრული ტენდენციები, რაც გამოიხატა კომპოზიციისშედარებით სივრცობრივ ხასიათში, კოლორიტის მეტ თავშეკავებულობაში ("ზილიხანიანი", XVIს).
XVII საუკუნიდან ხელნაწერებში ჩნდება რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნების გავლენისნიშნები (სამყაროს შექმნის სცენების ასახვა, კომპოზიციის სივრცობრივი ორგანიზაცია და ფორმათამოცულობითი მოდელირების ტენდენცია, მამა ყანჩაეთის ჟამ-გულანის მინიატურებში, 1679წ). ამპერიოდიას მინიატურები მოწმობს იმას, რომ ძველი მხატვრული შესაძლებლობანი ამოიწურა.ქართული მინიატურა, ისევე როგორც მონუმენტური ფერწერა დგება რადიკალური გარდატეხისაუცილებლობის წინაშე, მან ორიენტაცია აიღო რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნებისმიღწევებისკენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий