ე ს ტ რ ა დ ა
ესტრადა არის მსახიობთა, მუსიკოსთა, თეატრალური კოლექტივების გამოსვლებისათვისგანკუთვნილი ამაღლებული ადგილი საკონცერტო დარბაზში ან ღია ცის ქვეშ. სცენისაგანგანსხვავებით ესტრადას არა აქვს წინა და უკანა ფარდა და კულისები. ესტრადა ეს იგივეა, რაცსაეტრადო ხელოვნება, რაც გულისხმობს ერთ წარმომადგებლობაში რამდენიმე არტისტის ან ერთიმსახიობის მიერ სხვადასხვა ჟანრის ნომრების შესრულებას. საესტრადო ხელოვნებას მიიჩნევენხელოვნების მცირე ფორმად, რადგან თითოეული მსახიობის გამოსვლა ათ-თხუთმეტ წუთს არაღემატება. საესტრადო ხელოვნება სათავეს იღებს მოხეტიალე მსახიობების გამოსვლებიდან(ბერიკები, ჟონგლიორები, სკომოროხები და სხვა), ძირითადად კი სახალხო სეირნობებიდან, XVIIსაუკუნის ბალაგანებიდან. XVIII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა მიუზიკ-ჰოლები (ასურულებდნენმცირე პიესებს, სიმღერებს, ცეკვებს და სხვა). 1890 წელს ლონდინში შეიქმნა მიუზიკ-ჰოლი “ალჰემბრა”,ხოლო 1904 წელს კი მიუზიკლ-ჰოლი “კოლისეუმი”. ეს ფორმა გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. XX საუკუნის დასაწყისში საესტრადო ხელოვნება გამდიდრდა საჯაზო მუსიკით, მოგვიანებითგავრცელდა ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლები, რომელთა რეპერტუარში ხალხური სიმღერებიერწყმოდა თანამედროვა რიტმებს.
საესტრადო ცეკვებში იყენებდნენ თანამედროვე რიტმებს, აკრობატულ ტრიუკებს. დამკვიდრდასაესტრადო ქორეოგრაფიის ახალი ფორმები: სალონურ-ყოფითი და აკრობატულ-ჯგუფური რიტმულიცეკვა “გერლზი”. საესტრადო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბალეტმა ყინულზე.
ქართული საესტრადო ხელოვნება სათავეს იღებს ხალხურ თამაშობებში (ბერიკაობა, ყეენობა დასხვა), რაჭველი მესტვირეების, სასახლის კარისა თუ სოფელ-ქალაქების ხუმარათა გამოსვლებში,აგრეთვე ზღაპრების თხრობასა და კაფია-გაშაირებებში, რომლებიც გავრცელებულია დღემდე,განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში. XIX საუკუნეში საკუთარ ნაწარმოებებს შესანიშნავადკითხულობდნენ გრ. ორბელიანი ("დიმიტრი ონიკოვისვ დარდები"), ი. ჭავჭავაძე ("გლეხთაგათავისუფლების სცენები"), ა. წერეთელი ("სტუდენტები საპატიმროში"). თავისი და სხვისილექსების უბადლო მკითხველები იყვნენ პოეტები მ. გურიელი და გ. აბაშიძე. ა. ყაზბეგი ესტრადაზეასრულებდა მოხეურ ცეკვებს. სკეტჩებით, სახუმარო კუპლეტებით, მხატვრული კითხვით, სახალისოცეკვებითა და სიმღერებით ქართულ სცენას ამშვენებდნენ: ნ. გაბუნია, ვ. მესხიშვილი, კ. მესხი, კ.ყიფიანი, ვ. გამყრელიძე და სხვები. პროფესიული ქართული საესტრადო ხელოვნების ჩამოყალიბებაშიგანსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ვ. აბაშიძეს. მან პირველმა შემოიტანა სცენაზე საჭირბოროტოსატირული ჟანრი, ე.წ. "ვაი-ვუის კუპლეტები". ტექსტებს ამ "კუპლეტებისთვის" წერდნენ ა.წერეთელი, გ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი და სხვები.
1921 წლიდან დაიწყო საესტრადო ხელოვნების აღმავლობა. ესტრადაზე სრულდებოდა ნაწამოებები,რომლებშიც მკაცრად აკრიტიკებდნენ ცხოვრების მანკიერ მხარეებს და წარსულის გადმონაშთებს.კვლავ წარმატებით მოღვაწეობდნენ ძველი თაობის მსახიობები: ვ. აბაშიძე, ნ. გოცირიძე, ე.ჩერქეზიშვილი და სხვები. მოგვიანებით მათ შეუერთდათ ახალგაზრდათა ძლიერი ჯგუფი: ვ.გოძიაშვილი, ო. დოლიძე, ს. ჯაფარიძე, გ. საღარაძე და სხვები. შეიქმნა საესტრადო მუსიკის ჯგუფი,აღმოსავლურ საკრავიერთა ანსამბლი და სხვა. ესტრადაზე გამოდიოდნენ ცნობილი მომღერლები: ვ.სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ნ. ქუმსიაშვილი, დ. ბადრიძე და სხვა; 1939 წელს ესტრადის მსახიობთაპირველ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ მოცეკვავეევი: ნ. გუნია, ნ. რამიშვილი, ბ.დარახველიძე, ი. სუხიშვილი, დ. ურუშაძე; მსახიობები: ო. დოლიძე, ს. ჯაფარიძე, გ. საღარაძე და სხვა.პირველი პრიზი ა. რაიკინთან ერთად დაიმსახურა ვ. გოძიაშვილმა, მეორე პრიზი მიეკუთვნა ო.დოლიძეს, ნ. გუნიასა და ი. სუხიშვილს, დიპლომის მფლობელები კი გახდნენ ს. ჯაფარიძე, გ. საღარაძედა სხვა.
ესტრადაზე გამოდიოდნენ: ვ. ანჯაფარიძე, ა. ჟორჟოლიანი, ს. თაყაიშვილი, უ. ჩხეიძე, პ.კობახიძე, ა.გომელაური, ნ. ილურიძე, აგრეთვე დრამატული თეატრის სხვა მსახიობებიც. დიდი წარმატებაჰქონდათ მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერლებს თ. წერეთელსა და ქ. ჯაფარიძეს.
1945 წლიდან საესტრადო ხელოვნება გამდიდრდა ხალხური თვითშემოქმედების ძალებით.თვითშემოქმედებიდან მოვიდნენ ძველებური სიმღერების უბადლო შემსრულებლები დებიიშხნელები, აგრეთვე მ. შილდელი, ლ. გეგელია, მ. გოძიაშვილი, საესტრადო ორკესტრების - "რეროს" (1957წ.), "ორერას" (1961წ.), "დიელოს" (1962წ.), "ივერიის" (1967წ.) შემსრულებველთა დიდი ნაწილი.პოპულარობა მოიხვეჭეს საესტრადო სიმღერების შემსრულებლებმა საქართველოს სახალხოარტისტებმა ნ. ბრეგვაძემ, ვ. კიკაბიძემ, და სხვებმა. განვითარების ახალსაფეხურზე ავიდა ქართულისაესტრადო ქორეოგრაფიული ხელოვნება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახალხოარტისტმა ჯ. ბაგრატიონმა. შეიქმნა ესტრადის რეჟისორთა ჯგუფი (საქართველოს ხელოვნებისდამსახურებული მოღვაწეები გ. ქართველიშვილი და ა. გელოვანი). სალაპარაკო ჟანრის ტრადიციისწამომწყებთ - ვ. გოძიაშვილს, ე. აფხაიძეს, ა. ჟორჟოლიანს, ს. თაყაიშვილს, ს. ჯაფარიძეს, ა.კვანტალიანს, პ. კობახიძეს, ა. გომელაურს, გ. შავგულიძეს მხარში ამოუდგნენ ახალგაზრდები მ.ფოცხიშვილი, ვ. გოგოლაშვილი, ნ. ხუნწარია და სხვები; მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენკომპოზიტორები: გ. ცაბაძე, გ. ყანჩელი, ს. მირიანაშვილი, ვ. აზარაშვილი და სხვა.
XX საუკუნიდან საგრძნობლად შეიმჩნევა უცხოური ესტრადის ზეგავლენა ქართულ ესტრადაზე,რომელიც დღემდე გრძელდება.
ამჟამად ქართულ ესრტადაზე ასვლა უფრო გამარტივდა, როგორც ჩანს, ჟამთა ცვლამ თავისი კვალიამ უკანასკნელსაც დაამჩნია. უკანა პლანზე გადაიწია ქართულმა ფოლკლორმა, იმ ჭეშმარიტმახალოვნებამ, რომლითაც ქართველი ოდითგანვე ამაყობდა. უცხოური მუსიკისადმი მიმბაძველობამფაქტობრივად, ქართულ ესტრადას თავისი სახე დააკარგვინა და იგი "უგემოვნო" მუსიკად აქცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий