მოგესალმებით!
ეს არის ბლოგი ხელოვნების შესახებ...აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ხელოვნებასა და მისი დარგების შესახებ. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვიდეოები, სურათები და საინტერესო ინფორმაციები...
ადევნეთ თვალყური ბლოგს და გახდით მისი აქტიური მომხმარებლები...
Страницы
четверг, 7 апреля 2011 г.
თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება
თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება, დეკორაციის, კოსტიუმის, განათების საშუალებით სპექტაკლის შექმნის ხელოვნება. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება რეჟისორს ეხმარება სპექტაკლის შინაარსის სრულყოფილად გახსნაში, დადგმის ემოციური მხარის გაძლიერებაში. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება თეატრისა და დრამატურგიის საერთო განვითარებას. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ელემენტები (კოსტიუმი, ნიღბები, დეკორატიული ფარდები და სხვა) შედიოდა უძველეს ხალხურ წეს-ჩვეულებებში და თამაშებში. ძვ. ბერნულ თეატრში ძვ. წ. V საუკუნეში არსებობდა მოცულობითი დეკორაციები, შემდეგ ფერწერილიც შემოიღეს. ძვ. საბერძნეთის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ტრადიციები აითვისეს ძვ. რომში, სადაც პირველად გამოიყენეს ფარდა. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა იაპონურ ფეოდალურ-არისტოკრატიულ მუსიკალურ დრამებში სცენის უკანა კედელზე, ოქროსფერ ფონზე, გამოსახავდნენ ნაძვს - მრავალწლიანობის სიმბოლოს; მარცხნივ ორკექრისათვის განკუთვნილ ადგილას - სამ ნაძვს, XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში იტალიაში, სადაც ახალი დრამატურგია ჩამოყალიბდა, გაჩნდა თეატრალური შენობის ახალი ტიპი, რომელმაც განსაზღვრა სცენის მოწყობის ხასიათი. თეატრალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ უდიდესი მხატვრები - ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ა. მანტენია, ფ. ბრუნელესკი და სხვა. შეიქმნა პერსპექტიული დეკორაციები, რომელსაც ხატავდნენ ჩ არჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. დეკორაციების ცალკეულ ნაწილებს ხისგან აკეღბდნენ (სახლის სახურავეიმ აივნები, სამრეკლოები და სხვა). ცნობილმა იტალიელმა დეკორატორმა და არქიტექტორმა ს. სერლიომ გამოიმუშავა დეკორაციის 3 ტიპი: ტაზრები, სასახლეები, თარები - ტრაგედიისათვის; ქალაქის მოედანი საცხოვრებელი სახლებით, დუქნებით, სასტუმროებით - კომედიისათვის; ტყის პეიზაჟი - პასტორალისათვის. ამ ეპოქის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნებისთვის დამახასიათებელია სინამდვილის კონკრეტული ასახვისაკენ სწრაფვა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий