ქართული არქიტექტურა და სახვითი
ხელოვნება XIXს. დასაწყისიდან
XXს. დასაწყისამდე
XIXს. დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შერთების შემდეგ, ქვეყნისსოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო, რასაც არსებითიმნიშვნელობა ჰქონდა სხვითი ხელოვნების ახალი დარგების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის. XIXს. I ნახ. გარდამავალი ხანაა. ამ დროს ყალიბდება დაზგური ფერწერა, რომელიც (ხატების გარდა)შუა საუკუნის საქართველოში უცნობი იყო; XVIII-XIXსს. მიჯნაზე უცნობმა უცხოელმა მხატვრებმაშექმნეს მეფის ოჯახისა და ცალკეულ ფეოდალთა პორტრეტები. XIXს. შუა წლებში თბილისშიჩამოყალიბდა საკუთარი ფერწერული სკოლა, სადაც განსაკუთრებით განვითარდა პორტრეტულიტილო. პორტრეტების უმრავლესობა უცნობ ავტორებს ეკუთვნის, თუმცა წერილობითი წყაროებისმიხედვით, ზოგიერთი ნამუშევარი ადგილობრივ ქართველ მხატვრების მიერაა შესრულებული (მაგ:ბაგრატიონთა ოჯახის ჯგუფური პორტრეტი).
პორტრეტისტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აკოფ ჰოვნათანიანს, ეროვნებით სომეხს,რომელიც თბილისში მოღვაწეობდა.
XIXს. შუა წლებში უფრო განმტკიცდა კულტურული კავშირი რუსეთთან. პირველი ქართველიმხატვარი, რეალისტური ფერწერის წარმიმადგენელი, რომელმაც განათლება პეტერბურგისსამხატვრო აკადებიაში მიიღო იყო გ. მაისურაძე (1817-1885).
XIXს-ის 80-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნან დემოკრატული მიმართულების ქართველი რეალისტიმხატვრები: რ. გველესიანი (1859-1884), გ. ბერიძე (1858-1917), დ. გურამიშვილი (1857-1926), გ. გაბაშვილი(1862-1936), რომლის შემოქმედებამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ახალი რეალისტურიქართული ფერწერის დაფუძნების საქმეში, მოგვიანებით კი ა. მრევლიშვილმა (1866-1938) და მ. თოიძემ(1871-1953). XIXს. დასასრულს მოღვაწეობდა ერთ-ერთი თვითმყოფადი ქართველი მხატვარი ნ.ფიროსმანაშვილი (1862-1918), რომლის შემოქმედება დაკავშირებულია ქართულ ხალხურხელოვნებასთან.
XIXს. II ნახ. ქართული სახოგადოების მოწინავე ნაწილის დემოკრატიულმა იდეებმა გამოხატულებაჰპოვა ქართულ გრაფიკაშიც. ქართველი გრაფიკოსები კი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართულპრესასთან. ჟურნალ “კვალსა” და “ცნობის ფურცელში” თანამშროლობდნენ: მ. თოიძე, ა.მრევლიშვილი, ა. ბერიძე, ა. გოგიაშვილი; 1901 წლიდან “ცნობის ფურცლის” სურათებთან გამოცემაშისისტემეტიურად იბეჭდებიდა კარიკატურები.
ქართული წიგნის გრაფიკის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველ ქართველგრავიორ-ქსილოგრაფს გ. ტატიშვოლს (1838-1911). მან შექმნა ქართულ ანბანის მთავრული ასოების დაქართული ორნამენტების ალბომები. მის მიერ გაფორმებულ წიგნებს შორის განსაკუთრებითაღსანიშნავია ი. გოგებაშვილის “დედა ენა” და “ბუნების კარი”. გ. ტატიშვილს ეკუთვნის ე. წ.ქართველიშვილისეული “ვეფხისტყაოსნის” (1888) მხატვრული გაფორმება (საკუთვრივ, სიუჟეტურიილუსტრაციები, ამ გამოცემისათვის დახატა ცნობილმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ).
XIXს-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისში ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ საბავშვოჟურნალენის დასურათებაშიც (“ნობათი” - (1883-95); “ჯეჯილი”, “ნაკადული” - (1904-2000).
XIX-XXსს. მიჯნაზე ი. ნიკოლაძემ (1876-1951) საფუძველი დაუდო ქართულ ქანდაკებას.
XXს-ში განაგრძობდა არსებობას ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციული დარგი _ოქრობჭედლობა. XIXს-ის I ნახევრის ჭედური ნაწარმოებები პლასტიკის თვალსაზრისით განიცდიდისდაქვეითებას. ამ პერიოდში მუშაობდნენ ცნობილი ოსტატები - ცაიშელი პეპუ და გიგო მეუნარგიები,ტ. კედია, მათი მოწაფეები: ვახტანგ ძაძამიძე (რომლებმაც თავის მხრივ ოქრომჭედლების რამდენიმეთაობა აღხარდა), კონსტანტინე და ფილუ ძაძამიძეები და სხვა. პეპუ და გიგო მეუნარგიებისნამუშევრებში იგრძნობა გარკვეული მიდრეკილება ხალხური ტრადიციებისა და ძველინიმუშებისადმი. ამ ხანის ჭედურ ხელოვნებაში მთელი სიცხადით გამოვლინდა ეკლექტიზმი.თანდათან დაქვეითდა მხატვრული და ტექნიკური შესრულების დონე და საუკუნის ბოლოსათვისუკვე წმინდა ხელოსნურ ნაწარმოებებთან გვაქვს საქმე, თუმცა ამ დროს შეიქმნა საიუველიროხელოვნებაში ოქრომჭედლობის ზოგიერთი თვალსაჩინო ნომუში (მინანქრითა და ფირუზით შემკულიეკატერინე დადიანის სამკაულის გარნიტური).
XIXს. II ნახევარში ახალმა სოციანურ-ეკონომიკურმა პირობებმა გარკვეული გარდატეხა მოახდინასაქართველოს საშინაო ცხოვრებაში და დაღი დაასვა ოქრომჭედლობის შემდგომ განვითარებას.გაძლიერდა საერო ტენდენცია. ხელოსნები ძირითადად მიშაობდნენ საყოფაცხოვრებოდანიშნულების საგნებზე (ეროვნული ღვინის სასმისები - ყარუარები, კულები, აზარფეშები, ფიალებიდა სხვა). მცირე რაოდენობით შეიქმნა საეკლესიო ნივთებიც (ბარძიმები, საცეცხლურები,სასანთლეები). ამ დროის ნამუშევრთაგან გამოირჩევა გ. თეთრაძის, ი. ბუმურიშვილის, კვეზერელის,მ. და დ. მამულაშვილების, ჩხუტიშვილის, ლ. გიჟაშვილის და სხვათა ნაკეთობები.
ოქრომჭედლიბის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრები იყო ქუთაისი, თბილისი, ახალციზე, თელავი,ზუგდიდი, გორი.
რუსეთიდან შემოტანილმა საფაბრიკო ნაწარმმა თანდათან გამოდევნა შინამრეწველური საქონელი,რამაც საფუძვლიანად შეაფერხა ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარება.
XXს. დასაწყისში ამაღლდა შესრულების ოსტატობა. ქართულმა ხალხურმა ტრადიციებმა თავი იჩინაგ. ხანდამაშვილის, თ. და ა. ჯიქიების და სხვათა შემოქმედებაში. მათ განაგრძეს ქართულიოქრომჭედლიბის საუკეთესო ტრადივიები.
რუსეთის იმპერიასთან აღმისავლეთ საქართველოს (1801) შეერთების შემდეგ მიმხდარმაპოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მიახდინა საქართველოსარქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაზეც. XIXს, I ნახევარში შენდებოდაძირითადად სახელმწიფო და საზღვაო ნაგებობები (პირველ რიგში თბილისში) რუსეთის იმპერიაში იმდროს გავრცელებული ე.წ. გვიანდელი რუსეთის კლასიციზმის სტილით: მთავარმართებლის სახლი(თავდაპირველად აშენდა 1802; 1807 ააგეს უფრო მოზრდილი სასახლე; 1865-68 იგი გადააკეთეს ო.სიმინსონის პროექტით; ამჟამად იგი წარმოადგენს მოსწავლეთა სასახლეს), ი. ზუბალაშვილის სახლი(30-იანი წწ; არქიტექტოტი ბერნარდაცი. შემდგომ იქ სასულიერო სემინარია იყო, ამჟამად კისაქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმია) და სხვა. ორ-სამსართულიანი საცხოვრებელიშენობების ხუროთბოძღვრებაში ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებთან (ფათო აივნები,მოხარატებული მოაჯირები, თაღური გადახურვა, ორდერის აზიდული პროპორციაბი და სხვა)ორგანულად იყო შერწყმული კლასიცისტური ფორმები და ელემენტები.
XIXს. II ნახევარში კაპიტალიზმის ინტენსიურ განვითარების პირობებში, რუსეთისა და ევროპისმიბაძვით საქართველოს ქალაქების არქიტექტურაში გაბატონდა ეკლექტიზმი, რომლის ნიმუშებიაქარვასლა და თეატრი (1851, არქიტ. ჯ. სკუდიერი. დაიწვა 1874, აღადგინეს მარტო ქარვასლაუთეატროდ; 1934 აიღეს), სახაზინო თეატრი (1880-96; ვ. შრედერი, ახლა კი ფალიაშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი), ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1906;ს. კლდიაშვილი; ახლა კი თსუ), ე.წ. შემოსავლიანი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა.
XIXს. მიწურულში გავრცელდა “მოდერნის” სტილი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებისგავლენით დაიზარდა ინტერესი ქართულ ხუროთმოძღვრებისადმი - აშენდა “ქართული სტილის” რამდენიმე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლი: საუფლისწულო მამულების ღვინისსარდაფები, ქაშვეთის ეკლესია (1910, ლ. ბილფელდი) და სხვა. დასავლეთ საქართველოს სოფლებშიაშენდა რამდენიმე მიზრდილი დარბაზული ეკლესია ძველი ქართული არქიტექტურის მიბაძვით.
XIXს-ში საქართველოს ქალაქთმშენებლობაში დადებითი ძვრები მოხდა. საინჟინრო თვალსაზრისითსაინტერესო იყო თბილისის ორი ხიდი - მაშინ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ქვის (აგურის)ვორონცოვისა და მუხრანის ხიდი (ამჟამად ნ. ბარათაშვილის სახელობის ხიდი), რომლისმშენებლობისას პირველად გამოიყენეს ლითონის შედუღებული კონსტრუქვიები. XIXს-ის მეორენახევარში დაიწყო კურორტების მშენებლობა და კეთილმოწყობა (ბორჯომი, აბასთუმანი, მწვანეკონცხი და სხვა.).
Комментариев нет:
Отправить комментарий