თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში

აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად მსახიობების მონაწილეობით.