მოგესალმებით!

ეს არის ბლოგი ხელოვნების შესახებ...აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ხელოვნებასა და მისი დარგების შესახებ. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვიდეოები, სურათები და საინტერესო ინფორმაციები...
ადევნეთ თვალყური ბლოგს და გახდით მისი აქტიური მომხმარებლები...

вторник, 31 мая 2011 г.

ფოტოხელოვნების ისტორია

ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკური" ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).

ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველი) ფოტოგრაფიაში. პიქტორალიზმს შემდგომში მხატვრული ფოტოგრაფია ეწოდა. მისმა მიმდევრებმა ბევრი გააკეთეს ფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურ ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის მისაღწევად. განსაკუთრებულ წარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიეს. ფოტოხელოვნების სხვა ჟანრები ამ დროს მთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყო; იქმნებოდა ძალიან რთული კომპოზიციები, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივის მონტაჟს მოითხოვდა.
XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ-ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას და საფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის წარმოშობას. ფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფიაში მოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებს. იქმნებოდა სრულიად ახალი, სრულყოფილი და მრავალფეროვანი ფოტოობიექტივები და ფოტოოპტიკის სხვა ელემენტები; საფუძველი ჩაეყარა ფერად ფოტოგრაფიასაც. ფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე. მაიბრიჯის მიერ ხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლს, რომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკის არაჩვეულებრივი სილამაზე. ამ სიახლეებმა XX საუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმი ინტერესი. 1910 წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმი. გაძლიერდა ინტერესი ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოხელოვნებისათვის რეპორტაჟულ გადაღებას "ფარული კამერით", ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (ე.წ. ჩვეულებრივი კამერით), ფოტოსურათების შექმნას. დოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის "ლაიკის" შექმნასთან.

1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობით შესაძლებლობებს; პოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებული გამოსახულებანი: მგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენ სხვადასხვა საგანს, რომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენ კვალს. ამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარეს ფოტოგრაფიას, რომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნების მხატვრული ხერხების არსენალი.
1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნება ხასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარების მრავალფეროვნებით. მხატვრულმა ფოტოგრაფიამ კი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთ გზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა. ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებს, მხატვრული ფოტოგრაფია განაგრძობდა არსებობას, როგორც ფოტოშემოქმედების გარკვეული ფორმა. ნატურის ინტერპრეტაცია აქ ხდება ხელოვნური გარემოს (ფოტოატელიე) ანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით (ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფიკა და ა.შ.). მხატვრულ ფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნების მრავალფეროვანი მიმართულება, მათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.ვითარდება აგრეთვე გამოყენებითი ფოტოხელოვნებაც. კომერციული მიზნები აქ ხშირად გადაჯაჭვებულია ჭეშმარიტად მხატვრულ შემოქმედებასთან.

1970-იან წლებში მეტად გაძლიერდა მხატვრული ხედვით ფოტოგრაფიული ფორმების გავლენა ფერწერასა და გრაფიკაზე.
წარმატებით ვითარდებოდა სტუდიური ფოტოგრაფიაც. საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ა. როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა. როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ა. როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ა. როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები
ა. როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.
80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.
50-იან წლებში პუბლიცისტიკას ცალკე დარგად გამოეყო ფოტოჟურნალისტიკა. ამ პერიოდშივე პრესის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა მხატვრული ფოტოგრაფია. 1968 დააარსდა ფოტომოყვარულთა კლუბი "თბილისი", რომელმაც მოაწყო ფოტომოყვარულთა რამდენიმე გამოფენა. თბილისსა და სხვა ქალაქებში სისტემატურად ეწყობოდა გამოფენა-ვერნისაჟები, რომელიც მნახველთა საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. ამათგან აღსანიშნავია ფოტოგამოფენა "თბილისი და თბილისელები" (1968), სადაც ექსპონირებულ იყო 40-მდე ავტორის 500-მდე ნამუშევარი.
XXს-ის IIნახ-ში ქართული ფოტოხელოვნება გამოირჩევა თემის მრავალფეროვნებით. ქართველ ფოტოხელოვანთაგან აღსანიშნავია გ. თიკანაძის (1932-63წწ.) მოღვაწეობა. მან პირველმა შესძლო მიეღწია დოკუმენტურობისა და მხატვრობის თავისებური სინთეზისათვის. კონკრეტული საკითხისადმი მიძღვნილი მისი ფოტონარკვევები სცილდებოდა ვიწრო თემატიკურ ჩარჩოს და იძენდა თავისთავად მხატვრულ ღირებულებას.
მხატვრულ ფოტოგრაფიაში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ აგრეთვე: ბ. დადვაძე, ო. თურქია, მ. თათარაშვილი, ს. კილაძე, ზ. დათუაშვილი და სხვები. მათი ნახელავი არაერთხელ აღინიშნა პრიზებითა და ჯილდოებით საერთაშორისო გამოფენებზე

ლეონარდო და ვინჩი


ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი,1519, 
ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსილეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანიფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ_ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ_ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, ულვე ფრანგთა მეფის _ ლუი XII-ის სამსახურში. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ_ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ_მკერამდე ხატავდნენ. 1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.

საინტერესო ფაქტები 

  • ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
  1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
  2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
  3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
  4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
  5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
  6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
  7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
  • ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით.
ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.
კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვირა:
- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..
  • ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(Mirroren-cefaliotic Confuromja). ეს ერთის მხრივ საინტერესო, ხოლო მეორეს მხრივ კი გასაოცებელი შედევრი, ნათელი მაგალითი იყო, არის და იქნება იმისა რომ ადამიანის გონება არ შემოისაზღვრება მხოლოდ მარტივი ლოგიკური გამოთვლებით და მათემატიკური აქსიომების მრავალ მხრივი რეინტერპრეტაციით. ეს თეორია ლათინურად სიტყვა სიტყვით ნიშნავს mirroren-ორმაგი,cefaliotic-ცეფალიოტური)სააზროვნო,confuromja-კონფურომა(დანიშნულება)
ეს არის უდიდესი ნახტომი ადამიანის აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

ქორეოგრაფია

ქორეოგრაფია

   ქორეოგრაფია არის ცეკვის ხელოვნება. ტერმინი  "ქორეოგრაფია" შემოიღეს XVIII საუკუნის დამდეგს,როცა სათავე დაედო ცეკვების ჩაწერის სისტემას.
   პირველი ცეკვა შეიქმნა უძველეს დროში და გამოხატავდა ხალხის შრომითი თუ სამხედროგამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცეკვამ, როგორცთეატრალიზებულმა სანახაობამ, პროფესიული ხასიათი მიიღო. ხალხურ ცეკვას მჭიდრო კავშირიჰქონდა შრომის პროცესებთან, წარმართულ და საყოფაცხოვრებო წეს-ჩვეულებებთან. თანამედროვექორეოგრაფია მოიცავს საბალეტო ხელოვნებას, ხალხურ საესტრადო და სამეჯლისო ცეკვებს.ქორეოგრაფია სინთეტური ხელოვნებაა, მისი აუცილებელი კომპონენტებია მუსიკა (უძველეს ხანაშიდასარტყმელი საკრავების რიტმი), მხატვრული გაფორმება (კოსტუმი, დეკორაცია, რეკვიზიტი) დადრამატურგია.
    ცეკვა, დასტულებულ მხატვრულ სახეს ქმნის მოცეკვავის თავის, ტანისდა კიდურებიბს მოძრაობით, აგრეთვე ჟესტიკულაციით. მოძრაობათამეშვეობით მატერიალური სამყაროს მიმართ ადამიანისდამოკიდებულების გავლენა, ამ მოძრაობათა სისტემატიზაციამრავალსაუკუნოვანი კულტურულ – ისტორიული პროცესია, იგიდაკავშირებულია შრომის პროცესებთან, უპირველეს ყოვლისა, შრომისყველაზე ადრინდელურ სახესთან – ნადირობასთან. პირველყოფილ ადამიანში, ნორმალურიმეტყველებისა და საერთოდ ენის ჩამოყალიბებამდე ცეკვა თხრობის ერთ-ერთისაშუალებაც იყო, მოგვიანებით სამონადირეო ცეკვებში თავს იჩენს მისტიკურიელემენტები, რაც, ბუნების აუხსნელი მოვლენების წინაშე ადამიანის კრძალვისგამომხატველია. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი რელიგიურ – მისტიკურიხასიათის, საფერხულო წყობის უძველესი ცეკვები, ქალღმერთ დალისპატივსაცემი "დალი კოჯას ხელღვაჟალე", (დალი კლდეში მშობიარობს), "ბაილბეთქილ", "ლილე", "ადრეკილაი", "დიდებაი" და სხვა. საზოგადოებისგანვითარების შემდგომ ეტაპზე,  როდესაც ადამიანმა ბუნების მრავალისაიდუმლო ამოხსნა, ცეკვამ თანდათან დაკარგა რელიგიურ – მისტიკური ხასიათი დასაწესჩვეულებო-რიტუალურ ფორმად იქცა. უფრო გვიან კი, მოძრაობათა დახვეწისა და მხატრულიგანზოგადების შადეგად იგი ჩამოყალიბდა როგორც ხელოვნება. განვითარების ასეთი გზა განვლოუძველესმა მონადირულმა ცეკვებმა; სვანურმა "ლემჩილმა", "სანადირო", "ამირანის ფერხულმა" დასხვა საბრძოლო ("ხორუმი", "ზემყრელო", "თამარ დედოფალ" და სხვა), აგრეთვესაყოფაცხოვრებო შინაარსის, სატრფიალო და სახუმარო ცეკვებმა. ყოველ ხალხსთავისი საკუთარი საცეკვაო ტრადიცია, საკუთარი ქორეოგრაფიული ენა,პლასტიკური გამომსახველობის ხერხი გააჩნია. ასეთი ინდივიდუალობა ქმნისსაცეკვაო სისიტემას: ევროპული (კლასიკური ცეკვები), აზიისა და აფრიკის ქვეყნებისცეკვები და სხვა. ცეკვის განვითარების ისტორიის პროცესში ჩამოყალიბდა მისიძირითადი სახეობანი: ხალხური ცეკვები, სასცენო, სამეჯლისო ცეკვები, კლასიკურიცეკვები, სახასიათო ცეკვები და ცეკვა "მოდერნი".
    როგორც ვიცით, ქართულ-ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისიგანვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა, საფუძველი ჩაეყარაეროვნულ ბალეტს.
    ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება,რომ ქართული-ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა,ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის ("შუშპარ") პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული.უძველესი ცეკვის "ფერხულის" რიტუალურ ხასიათს ადასტურებს თრიალეთის გათხრების დროსაღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ.წ. II ათასწლ) - ნიღბებიან მონადირეთა როკვა,რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმია მიძღვნილი.დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირო ცეკვაში შეიჭრა რიტმული ტანვარჯიშის ილეთები,უფრო გვიან კი იგი მებრძოლი ხასიათის ტონებთ შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო  - პანტომიმია, ფართოდ გავრცელებული ცეკვა "ხორუმი".
   ბაგინათეს გათხრების დროს აღმოჩენილ ძვლის ფირფიტაზე გამოსახულიმოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ.წ.VIს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერებისღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. ქალთა ცეკვისჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართულმა ცეკვამ "სამაია", რომელიცძეობის ოჯახურ დღესასწაულზე სრულდებოდა. "სამაიას" სამი მოცეკვავეასრულებს და ეძღვნება ნაყოფიერების ქალღმერთს - მთვარეს. დროთა განმავლობაში `სამაიამ~დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა; შემსრულებელთა რაოდენობაც მთელ რიგ შემთხვევაშიაჭარბებს წეს-ჩვეულებათა დაკანონებულ რიცხვს - სამს.
   მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესებისშექმნა, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში "მელია-ტელეფია", "ფერხული-ოსხაპუე", "სართულიანი ფერხული" ("ზემყრელო", "აბარბარე", "მირმიქელა" და სხვა). ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთანდაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვისნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა "სახიობა", რომელიცწარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანხმლები ელემენტი იყო. "სახიობის"მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის,განსაკუთრებული დიალოგური ფორმა. იგი სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე.წ.ქალ-ვაჟიანით. ჩვენს დროიდე მოღწეულ რომანტიკულ ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესიაცეკვა - "ქართული" (ძველად ეწოდებოდა "სადარბაზო", "სანადიმო", "საარშიყო").
   XIX საუკუნის დასასრულიდან ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების პროცესიერთგვარად შეწყდა და გარკვეული ხნის შემდეგ განახლდა. დროთა განმავლობაში მრავალი საცეკვაოკოლექტივი შეიქმნა, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას საზღვარგარეთ.დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს სახალხო ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა(სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გ.ბაქრაძე, ქორეოგრაფი საქართველოს სახალხო არტისტი ბ.დარახველიძე). სიმღერისა და ცეკვის სახალმწიფო ანსანბლმა"რუსთავმა" (მხატვრული ხელმძღვანელი ა. ერქომაიშვილი)
  ქართული ხალური ქორეოგრაფიის განვიტარებაში დიდი ღვაწლიმიუძღვის ქორეოგრაფებს -  საქართველოს სახალხო არტისტს ჯ.ბაგრატიონს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულ მოღვაწეს გ.სალუქვაძეს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს მ. რაქვიაშვილს,საქართველოს სახალხო არტისტს მ. ლომთათიძეს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულმოღვაწეს მ. ბახტაძეს, ე. გუმბერიძეს გ. ჩივაძეს, ზ. ასათიანს, რ. ჭოხონელიძეს და სხვებს.
   საცეკვაო ხალოვნების ერთ-ერთი ხელოვნებაა აგრეთვე ბალეტი. ტერმინ "ბალეტით" უმთავრესადგამოხატავდნენ ევროპაში XVI-XIXსს-ში ჩამოყალიბებულ კლასიკურ ბალეტს, თუმცა XX საუკუნეში მანმოიცვა აღმოსავლეთი ქვეყნების ქორეოგრაფია.
   ბალეტი შეიქმნა იტალიაში (შემდეგ სხვა ქვეყნებში) ჩასახული თეატრალიზებული ცეკვისფორმირების პროცესში. პირველ საბალეტო წარმოდგენად მიჩნეულია 1489 წელს ტორტონაში აზნაურბერგონცო დი ბოტოს მიერ მილანის ჰერცოგის ქორწილთან დაკავშირებით დადგმული მითოლოგიურისიუჟერის პანტონიმა. XVIს-ში სცენურ ცეკვას, რომელიც ადრე სპექტაკლებშიდივერტისმენტების სახით შედიოდა, საფუძვლად დაედო დრამატურგია დასინთეზური წარმოდგენის ნაწილად იქცა. პირველი მთლიანსიუჟეტიანი სპექტაკლებიგაჩნდა საფრანგეთში XVIს. II ნახევარში. იმ დროს ბალეტი გამოყოფილი არ იყოსიმღერისა და სალაპარაკო ტექსტისაგან. პროფესიონალი მოცეკვავეებისგამოჩენისთანავე იწყება საცეკვაო ტექნიკის განვითარება. XVIIს. ბოლოს შემუშავდასაბალეტო სპექტაკლის თემატიკა და ფორმის განმსაზღვრელი კანონები, შეიქმნათეატრალიზებული ცეკვის სახეებიც.
   XVIIIს. ინგლისში, ავსტრიაში, შემდეგ საფრანგეთშიც ბალეტი საბოლოოდჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ხელოვნება.
   XIXს. II ნახევარში, რომანტიზმის კრიზისის პერიოდში, საბალეტო ხელოვნებამ ევროპაში დაკარგაღრმა ადამოანური შინაარსი. ამ მოვლენამ გამოძახილი ჰპოვა რუსეთის ბალეტშიც. საბალეტო მუსიკისგანვითარების ახალი ეტაპი დაკავშირებულია პ. ჩაიკოვსკის, ა. გლაზუნოვის სახელთან.
   XIX-XXსს. მიჯნაზე რუსეთში საბალეტო ხელოვნება გამოიკვეთა, როგორცეროვნული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახე. ბალეტისადმიინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა 1909 წლიდან. პარიზსა და ლონდონშიგამართული "რუსული სეზონების" შემდეგ გაჩნდა მრავალი სკოლა"თავისუფალი" ცეკვისა, რომლის საფუძვლად ითვლება ა. დუნკანი. რუსულიბალეტისა და ეროვნულ ტრადიციათა შერწყმის შემდეგ თითქმის ყველაქვეყანაში შეიქმნა ბალეტის საკუთარი ეროვნული სკოლა. საფრანგეთში 1929წლამდე არსებობდა "რუსული სეზონების" დასის საფუძველზე არსებული "ს.დიაგილევის რუსული ბალეტი", რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორებსი. სტრავინსკის,  ს. პროკოფიევს, კ. დებიუსის, მხატვრებს ფ. ლეჟავას და მ. შაგალს, ბალეტმაისტერებსლ. მიასინს, ჯ. ბალანჩინს და ბ. ნიჟინსკაიას. 20-30–იან წლებში აქტიურად მუშაობდა პარიზის"გრანდ-ოპერის" საბალეტო დასი (ბალეტმაისტერი ს. ლიფარი და სხვა). 40-50–იანწლებში იქმნებოდა სხვა კოლექტივებიც, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ რ. პტი, ჟ.ბაბილე, ჟ. შარა. ინგლისურმა საბალეტო ხელოვნებამ ეროვნული პანტომიმისტრადიციები შეუსისხლხორცა რუსული ბალეტის პრინციპებს, რამაცგამოხატულობა ჰპოვა ბალეტმაისტერ ნ. დევალვას დადგმებში. აშშ-შიბალეტმაისტერ ჯ. ბალანჩინი ქმნის უსიუჟეტო ბალეტს, რომელშიც განვითარებაჰპოვა მ. პეტიპას პრინციპებმა. ბალეტმაისტერების ე. ტიუდორისა და ა. დემილისდადგმებში შერწყმულია "თავისუფალი" ცეკვა კლასიკურ ბალეტთან. 30-იან წლებშიაღორძინდა მდაბიური ბალეტი; დაიწყო ბალეტის აღმავლობა იტალიაში, ავსტრიაში,შვეციაში, II მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ბალეტი განვითარდააგრეთვე პოლონეთში და უნგრეთში; საბალეტო თეატრები დაარსდა ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა დაბულგარეთში; ბალეტი გაჩნდა ასევე ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ადრე არ იყო საბალეტო ხელოვნება(თურქეთი, იაპონია, ავსტრალია და სხვა).
   XIXს-ის შუა წლებში ჩაისახა პროფესიული საბალეტო ხელოვნება. 1851 წელს თბილისში გაიხსნასაოპერო თეატრი, სადაც იდგმებოდა რუს და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საოპეროდასთან ერთად არსებობდა მცირე საბალეტო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვისსაბალეტო სასწავლების პედაგოგი, ბალეტის მსახიობი თ. მანოხინი. იგი თვითონაც მონაწილეობდასაოპერო სპექტაკლებში, წარმოადგენდა ნაწყვეტებს ლოვენსკიოლდის ("სილფიდა"), დრიგოს("ჯადოსნური ფლეიტა"), ლიადოვის ("ჯადოსნური ტბა") და სხვა ბალეტებიდან.
   80-90-იან წლებში თბილისში სისტემატიურად ჩამოდიოდნენსაბალეტო ანსამბლები - "პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი",გამოდიოდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის ბალეტის ოსტატები – ე.გელცერი, ვ. ტიხომიროვი, ვ. და მ. ფოკინები, ს. ფიოდოროვა, ა. დუნკანი,და სხვა. თეატრის რეპერტუარში იყო ჩაიკოვსკის ბალეტები,გლაზუნოვის "რაიმონდა", პუნის "კუზიანი კვიცი", ჰერტელის "ამაოსიფრთხილე" და სხვა.
   XX-ს. 10-იან წლებში თბილისის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდნენ ა. რომანოვსკი და ს. ვაკარეცი(პრიმა-ბალერინა მ. ბაუზერსაქსი), 1919-22 სეზონებში – მ. მორდკინი. ამ სახელგანთქმული მოცეკვავისმოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია თბილისის საბალეტო დასს. აღსანიშნავია მ. მორდკინისადა კ. მარჯანიშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობა 1919 წელს კიევში "ფუენტე ოვეხუნას" ("ცხბრის წყარო") დადგმისას. ამ ლეგენდარულ სპექტაკლში მ. მორდკინმა შექმნა ბრწყინვალექორეოგრაფია. თბილისში მ. მორდკინმა დააარსა სტუდია, რომელშიც შევიდა მ. პერინის სტუდიისზოგიერთი მოსწავლე და ამ ახალდაარსებული დასით დადგა რანდენიმე საბალეტო სპექტაკლი (მაგ:დელიბის "კოპელია', ადანის "ჟიზელი" და სხვა). 1916 წელს სახაზინო თეატრისპრიმა-ბალერინას მ. პერინის ხელმძღვანელობით გაიხსნა ადგილობრივი კადრებისაღზრდის პირველი კერა - საბალეტო სტუდია, სადაც დადგეს საინტერესოსაბალეტო წარმოდგენები - ლ. დელიბის "კოპელა", საცეკვაო აქტი მეტერლინკის"ლურკ ფრინველში" და სხვა მრავალი საკონცერტო პროგრამა. განსაკუთრებითაღსანიშნავია ბალეტმაისტერ ნ. ბექთაბეგიშვილის მიერ დადგმული ი. ბაიერისბალეტი "თოჯინათა ფერი". პერინის სტუდიაში აღიზარდა საბალეტო ხელოვნებისმრავალი გამოჩენელი ოსტატი: დ. და ი. ალექსიძეები, მ. მაუერი, ს. ვირსალაძე, ლ.გვარამაძე, ნ. რამიშვილი, ვ. ჭაბუკიანი და სხვები. აქვე უნდა აღინიშნოს პირველიქართული პროფესიონალი მოცეკვავის ალექსი ალექსიძის (სონღულაშვილის) მოღვაწეობა. 80-90-იანწლებში იგი გამოდიოდა ა. რუბინშტეინის "დემონში", მ. გლინკას "რუსლან და ლიუდმილაში". 1895წელს პარიზში საქართველოს ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ა. ალექსიძე ქართული ცეკვის საუკეთესოშესრულებლისათვის დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1902 წელს მან თბილისში გახსნაქართული ცეკვის პირველი სტუდია, რაც იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.
   1921 წელს განსაკუთრებით გამოცოცხლდა საბალეტო ხელოვნება. მორდკინის "სეზონების" შემდეგთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არა ერთიმნიშვნელოვანი სპექტაკლი დაიდგა (ბალერმეისტერმა მ. დისკოვსკიმ დადგამუსორგსკის "ღამე შიშველ მთაზე", მ. მოისევმა -  ადამის "ჟიზელი" დაჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1924-25 წლებში ბალეტმეისტერმა ს. სერგეევმაახალი რედაქციით დადგა დელიბის "კოპელია", ეიხენვალდის "ფასკუნჯი",რიმსკი-კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩო" და "შეჰერეზადა").
   1927 წელს ბალეტმეისტერმა ლ. ლუკინმა დადგა ბალეტი "'კარმენსიტა" - ბიზეს ოპერის სიუჟეტისთავისებური ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელშიც გამოყენებული ოყო ესპანური საცეკვაომასალა. 1927-28 წლის სეზონში ი. არბატოვის რედაქციითა და გაფორმებით დაიდგა დელიბის"კოპელია" და ადანის "ჟიზელი". 1928 წლის შემოდგომაზე ბალერმეისტერმა რ. ბალანოტიმ დადგაჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1929 წელს ვ. ცაპლინმა  -  გლიერის "წითელი ყაყაჩო", რომელსაც დიდიწარმატება ხვდა წილად. 10-იანი წლებიდან დაწყებული თბილისის საბალეტო დასში მუშაობდნენ: გ.ბარხუდაროვი, ს. გორსკი, ნ, რამიშვილი, მ. სულხანიშვილი, ი. სუხიშვილი, თ. ჭაბუკიანი და სხვები.
   1937 წელს მოსკოვში ჩატარდა ქართული ხელოვნების პირველი დეკადა. დეკადის დღეებშიმაყურებელმა ნახა ეროვნული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშები. დედაქალაქისსაზოგადოებამ და პრესამ მაღალი შეფასება მისცა დ. ჯავახიშვილის მიერ დადგმულქართულ ცეკვებს - ზ. ფალიაშვილისა ("აბესალომ და ეთერი" და "დაისი") და მ.ბალანჩიბაძის ("დარეჯან ცბიერი") ოპერებში. 1936 წლის 28 დეკემბერს, დეკადაზეგამგზავრების წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჩატარდაქართული ბალეტის - ა. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკის" პირველი წარმოდგენა. დეკადისდასკვნით ნაწილში შესრულდა ფრაგმენტი ბალეტიდან "ხორუმი", რომელმაც დიდიმოწონება დაიმსახურა.
   1938 წელს შეიქმნა პირველი ქართული ბალეტი თანამედროვე თემაზე, ეს იყო შ.თაქთაქიშვილის "მალთაყვა".
   ქართული ბალეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოსსახალხეო არტისტს დ. ჯავრიშვილს. მაღალმა ერუდიციამ, მხატვრულად დასრულებული ფორმისგამოძერწვის უნარმა განაპირობა მის მიერ დადგმული ქართული ცეკვების დიდი წარმატებათბილისის საბალეტო  სცენაზე, ცეკვები "ქართული", "მხედრული", "ფერხული" და სახუმაროკვარტეტი "ქართული" ("დაისში"), "დავლურ-მთიულური" ("'კაკო ყაჩაღში") შეიძლება ხალხურიცეკვების თეატრალიზაციის კლასიკურ ნიმუშებად ჩაითვალოს. დ. ჯავახიშვილმა 1934 წელს მ. პერინისსტუდიის ბაზაზე დააარსა სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია (ახლანდელი სახელმწიფოქორეოგრაფიული სასწავლებელი), რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 1951 წლამდე სტუდიაშიმოღვაწეობდნენ გამოცდილი პედაგოგები: ვ. დოლიძე, ვ. ივანიშვილი თ. ვიხოდცევა და სხვები.      
   30-იან წლების წარმოდგენებში მთავარ როლს ასრულებდნენ მაღალისაშემსრულებლო ოსტატობის მოცეკვავეები. საქართველოს დამსახურებულიარტისტი – თავისებური სტილის,  ემოციური მოცეკვავე მ. კაზინეცი (მედორა - "კორსარი", ტაო ხოა – წითელი ყაყაჩო), სომხეთის სახალხო ატისტი – ტექნიკურადდახვეწილი, ეფექტური მოცეკვავე ლ. ვოინოვა (ნერეიდების მბრძანებელი - "კუზიანი კვიცი", ეფი - "ფერენჯი", ფლერ დე ლისი - "ესმერალდა"), საქართველოსდამსახურებული არტისტი – ბრწყინვალე სტილის, ძლიერი მოცეკვავე ქ.ნადარეიშვილი (მარია - "ბახჩისარაის შადრებანი"), ნიჭიერი სოლისტები – ი.ალექსიძე (ნერეიდების ბრძანებელი - "კუზიანი კვიცი"), ო. მაჩაბელი, მ. ბულიგინა,ნ. ვინოგრადოვა, აღსანიშნავია სახასიათო ცეკვების ბრწყინვალე შემსრულებელთა ჯგუფი:საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, დინამიკური, სიცოცხლით სავსე მ.ბაუერი (ქუჩის მოცეკვავე - "დონკიხოტი", ბოშური ცეკვა – "ესმერალდა", მაზურკა - "გედის ტბა"),საქართველოს დამსახურებული გ. საფაროვა, ვ.ბუშინსკაია. საბალეტო სპექტაკლებსა და ოპერებშისაბალეტო სცენების წარმატებას დიდად შეუწყო ხელი გამოჩენილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა,საქართველოს სახალსო არტისტმა ჯ. ბაგრატიონმა. აღსანიშნავია აგრეთვე ნ. გოლიშევის, ნ.კუზნეცოვის, ნ. ლიხაჩოვის, საქართელოს დამსახურებული არტისტის ს. ნონიაშვილის, ა. ჩიხლაძის, შ.ჩირაძის, შ. ბუგიანაშვილის, ნ. გოროშკოს, ვ. ივაშკინის, ლ. ვენისის და სხვათა ქორეოგრაფიულიმოღვაწეობა.
   წამყვანი მოცეკვავე იყო საქართველოს სახალხო არტისტი,ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლ. გვარამაძე, იგი ასრულებდამთავარ პარტიებს ბალეტებში: ჩაიკოვსკის "გედის ტბა", გლიერის "წითელი ყაყაჩო",დელიბის "კოპელია", "შოპენიანა", აგრეთვე მთავარ საცეკვაო პარტიებს უცხოურ(გუნოს "ვალპურგის ღამე", პონკიელის "ჯოკორდა", დარგომიჟსკის "ალი"), დაქართულ ოპერებში (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", დ.არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი",ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი" და სხვა), მონაწილეობდათბილისის სცენაზე პირველად დადგმულ სპექტაკლებში იანოვსკის "ფერენჯი" (ინდორა, 1934), პუნის"ესმერალდა" (ესმერალდა, 1937), თაქთაქიშვილის "მალთაყვა" (ციალა, 1938), ასტაფიევის "ბახჩისარიასშადრევანი" (მარია, 1939), ბალაბჩივაძის "მთების გული" (მანიჟე, 1940).
   1941 წლიდან წართულ აბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფი,საქართველოას სახალხო არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი. მან დადგა: ა. ბალანჩივაძის "მთაბეს გული",რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ბალეტს, "ლაურენსია", რომელიც შევიდა საქართველოსბალეტის ისტორიაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვ. ჭაბუკიანმა დადგა გ. კილაძის"სინათლე", დ. თორაძის "გორდა". ამ ბალეტებში მან განავითარა ჯერ კიდევ "მთების გულში"გატარებული პრინციპი კლესიკური და ხალხური ცეკვის ელემენტების შერწყმისა. ამავე სვენაზედადგა დ. თორაძის "'მშვიდობისათვის", ა. მაჭავარიანის "ოტელო". ამ ბალეტშივ. ჭაბუკიანის საშემსრულებლო ოსტატობამ ზენიტს მიაღწია. სპექტაკლიწარმატებით ჩატარდა 1958 წელს მოსკოვში. ვ. ჭაბუკიანმა შემდეგ წლებშიდადგა ს. ცინცაძის "დემონი", ფ. ღლონტის "განთიადი", რ. გაბიჩვაძის"ჰამლეტი" და სხვა.
   აღსანიშნავია საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიისლაურიატის ვ. წიგნაძის მოღვაწეობა. მის სახელთან განუყოფელია სპეტაკი, ჰაეროვანი, მოსიყვარულედეზდემონას სახე ("ოტელო").
   20-იან წლებიდან დაწყებული სახასიათო ცეკვის მაღალი ოსტატობით გაითქვა სახელი საქართველოსსახალხო არტისტმა თ. ჭაბუკიაბმა. მისი ცეკვა გამიორჩეოდა მკაცრი, საზეიმო დიდებულებით (ცეკვებიოპერაში "კარმენი", მერსედესი - "დონ კიხოტი", ალალმე - "ორდა").
   მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდნენ ქართულ სცენას შესანიშნავი მოცეკვავეები:რ. მაღალაშვილი, ბ. მონავარდიშვილი, თ. სანაძე. ბ. მონავარდიშვილმა ქუთაისისოპერისა და ბალეტის თაეტრის სცენაზე წარმატებით დადგა ა. ბალანჩივაძის "მთებისგული" (1977წ.). სხვა დადგმებიდან აღსანიშნავია: ა. ბალანჩივაძის "მწირი", ს.ცინცაძის "პოემა"  და "ცისფერი მთის საიდუმლოება".
   საყურადღებოა აგრეთვე ზ. კიკალეიშვილის, როგორც ბალეტმაისტერის მოღვაწეობა. 50-იან წლების დასაწყისში, მან დადგა რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო", შემდეგ - ბ.კვერნაძის "ქორეოგრაფიული ნოველები" და "ორფევსი".
   სხვადასხვა ხალხის საცეკვაო ფოლკლორის თავისებურ ინტერპრეტაციას გამოხატავდაბალეტმაისტერ გ. დავითაშვილის ბალეტები: ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი", რიმსკი-კორსაკოვის"ესპანური კაპრიჩო", რაველის "ბოლერო".
   1972 წლებიდან თბილისის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა საქართველოს ხელოვნებისდამსახურებული მოღვაწე გ. ალექსიძე. მან სახელი გაითქვა როგორც ქორეოგრაფიული მინიატურის ოსტატმა, კამერული სტილის მხატვარმა. გ. ალექსიძემ თბილისის სცენაზე დადგა რამდენიმეერთმოქმედებიანი ბალეტი ბახის, მოცარტის, კვერნაძის, ცინცაძის მუსიკაზე,აგრეთვე ბალეტები: დელიბის "კოპელია", ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", ცინცაძის"დალი და მონადირე" (სვანური ლეგენდა), რ. გაბიჩვაძის "მედეა". ბოლო ორიბალეტი თანამედროვე ბალეტის პლასტიკური ხერხებითაა გადაწყვეტილი. "დალი და მონადირე" აგებულია მოდიფიცირებული სვანური საცეკვაოფოლკლორისა და კლასიკური ცეკვის ელემენტების შერწყმით, ხოლო "მედეა" ევრიპიდეს ნაწარმოებისმოტივებზეა შექმნილი. მასში დაცულია ბერძნული ტრაგედიის პრინციპები - ადგილის, დროისა დამოქმედების ერთიანობა.
   უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა  დამდიდრდებოდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XX საუკუნის პირველ ნახევარში. ქართულიხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმულითვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი პლასტიკური ნაწარმოებები. ქართული საცეკვაოფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზედაც აღმოცენდა ეროვნულიკლასიკის საუკეთესო ნიმუშები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია ნ. ანანიაშვილის მოღვაწეობა