მოგესალმებით!

ეს არის ბლოგი ხელოვნების შესახებ...აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ხელოვნებასა და მისი დარგების შესახებ. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვიდეოები, სურათები და საინტერესო ინფორმაციები...
ადევნეთ თვალყური ბლოგს და გახდით მისი აქტიური მომხმარებლები...

четверг, 7 апреля 2011 г.

აღორძინება

უწოდებენ XIV-XVI საუკუნეების პერიოდს. პოლიტიკური თვალსაზრისით, აღორძინების ხანა იტალიაში სინიორიებისა და სამთავროების ბატონობის პერიოდია, ევროპაში კი ამ დროს დიდი მონარქიები ყალიბდება, რომლებიც იტალიაზე ბატონობისთვის ან მისი ტერიტორიის კონტროლისთვის ექიშპებიან ერთმანეთს. ეკონომიკის თვალსაზრისით, ეს ხელოსნობისა და ფინანსური აღმავლობის დროა. ფინანსური ძლიერება ცხოვრების პირობებს აუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, ხელოვნების განვითარებაში აისახება. როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით, აღორძინება პაპ ლეონ X-ის ხანაა. ახალი აღმოჩენები, ზღვაოსნობის განვითარება ახალი ჰორიზონტების დასახვასა და სიმდიდრის ახალი წყაროების გამოვლენას უწყობს ხელს (1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა). კულტურული განსჯისთვის კი ახალი თემები ჩნდება. რელიგიის თვალსაზრისით, აღსანიშნავია (თუმცა ინტენსიური რელიგიურობის გამოხატულებათა თანხლებით) დასავლეთის დიდ სქიზმასთან დაკავშირებული საერთო მოდუნება. ამ გახლეჩის შედეგად შეირყა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პოლიტიკურ-საეკლესიო ერთიანობა; პროტესტანტული რეფორმის დრო მოახლოვდა.

თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება

თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება, დეკორაციის, კოსტიუმის, განათების საშუალებით პექტაკლის შექმნის ხელოვნება. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება რეჟისორს ეხმარება სპექტაკლის შინაარსის სრულყოფილად გახსნაში, დადგმის ემოციური მხარის გაძლიერებაში. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება თეატრისა და დრამატურგიის საერთო განვითარებას. თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ელემენტები (კოსტიუმი, ნიღბები, დეკორატიული ფარდები და სხვა) შედიოდა უძველეს ხალხურ წეს-ჩვეულებებში და თამაშებში. ძვ. ბერნულ თეატრში ძვ. წ. V საუკუნეში არსებობდა მოცულობითი დეკორაციები, შემდეგ ფერწერილიც შემოიღეს. ძვ. საბერძნეთის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ტრადიციები აითვისეს ძვ. რომში, სადაც პირველად გამოიყენეს ფარდა. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა იაპონურ ფეოდალურ-არისტოკრატიულ მუსიკალურ დრამებში სცენის უკანა კედელზე, ოქროსფერ ფონზე, გამოსახავდნენ ნაძვს - მრავალწლიანობის სიმბოლოს; მარცხნივ ორკექრისათვის განკუთვნილ ადგილას - სამ ნაძვს, XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში იტალიაში, სადაც ახალი დრამატურგია ჩამოყალიბდა, გაჩნდა თეატრალური შენობის ახალი ტიპი, რომელმაც განსაზღვრა სცენის მოწყობის ხასიათი. თეატრალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ უდიდესი მხატვრები - ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ა. მანტენია, ფ. ბრუნელესკი და სხვა. შეიქმნა პერსპექტიული დეკორაციები, რომელსაც ხატავდნენ ჩ არჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. დეკორაციების ცალკეულ ნაწილებს ხისგან აკეღბდნენ (სახლის სახურავეიმ აივნები, სამრეკლოები და სხვა). ცნობილმა იტალიელმა დეკორატორმა და არქიტექტორმა ს. სერლიომ გამოიმუშავა დეკორაციის 3 ტიპი: ტაზრები, სასახლეები, თარები - ტრაგედიისათვის; ქალაქის მოედანი საცხოვრებელი სახლებით, დუქნებით, სასტუმროებით - კომედიისათვის; ტყის პეიზაჟი - პასტორალისათვის. ამ ეპოქის თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნებისთვის დამახასიათებელია სინამდვილის კონკრეტული ასახვისაკენ სწრაფვა.